
რომელ წელს დაამთავრა ჯორჯ ორუელმა რომან "1984-ის" წერა?

რა ჰქვია საქართველოში პირველ ონლაინ ოლიმპიადას?

ერთხელ ალექსანდრე დიუმა გერმანიას ეწვია. წვიმიანი ამინდი იყო და თავი პატარა რესტორანს შეაფარა. სოკოს შეკვეთა სურდა, მაგრამ ვინაიდან გერმანული არ იცოდა, სოკო ხელხსახოცზე დახატა და ოფიციანტს მიაწოდა. რა მოუტანა ოფიციანტმა?

რა ჰქვია მიხაილ ენდეს ყველაზე ცნობილ ფენტეზი ნაწარმოებს?

ერთხელ ემანუელ კანტს ქუჩაში უცნობი აედევნა და პიჯაკის გახვრეტილი ჯიბისკენ ირონიულად მიუთითა: "ბატონო, მაგ ნახვრეტიდან სიბრძნე იცქირებაო". რა უპასუხა კანტმა?

რომელი ფილმიდანაა ეს კადრი?

ძველი ეგვიტის შესახებ ცნობები ძირითადად ბერძენმა ისტორიკოსებმა შემოგვინახეს, რადგან თავად ეგვიპტელებს ამ პროფესიის წარმომადგენლები არ ჰყავდათ. რატომ?

წინასწარი ინფორმაციით, რა სახელწოდება ექნება "ვარსკვლავური ომების" VII ეპიზოდს?

19-ე საუკუნის 50-იან წლებში ნიაგარას ჩანჩქერის სიახლოვეს მცხოვრები ხალხი ერთმა მოვლენამ ერთიანად გამოაღვიძა. ყველა გარეთ გამოეფინა, მაგრამ როდესაც დაინახეს, რა მოხდა, დამშვიდებულები შინ შებრუნდნენ. რა მოხდა?

თუ ადამიანი მთელი მონდომებით მიცოცავს სამსახურეობრივ კიბეზე, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის კარიერისტია. შესაძლოა, ის...