
დაასრულეთ ფრაზა კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენადან": "არავინ ისე მამაცად არ იბრძვის სხვის ომში, როგორც..."

რა ჰქვია ჰაიაო მიაძაკის ცნობილ ანიმეს, რომლის კადრსაც ფოტოზე ხედავთ?

ვინ ჩაატარა ყველაზე ცნობილი და "ზღაპრული" საკეისრო?

ინტერნეტში გავრცელებული ხუმრობის თანახმად რა დაუპირეს "ოსკარის" მფლობელ ლუპიტა ნიონგოს ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ?

გაიუს იულიუს კეისარს საყვარელი დედალი ძაღლი ჰყავდა, რომელიც პატრონს ერთი წუთითაც არ ტოვებდა. ძაღლი მხოლოდ მაშინ არ ახლდა კეისარს, როდესაც მასზე თავდასხმა მოხდა. რა მიზეზით "ღალატა" ერთგულმა ცხოველმა?

ვის ეკუთვნის თამაზ მელიავას "ლონდრეს" სცენარი?

სინამდვილეში რამდენი წელი გაატარა მონობაში სტივ მაქუინის ფილმ "12 წლიანი მონობის" მთავარი გმირის პროტოტიპმა?

ერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა დემოკრატებს შემდეგი წინადადებით მიმართა: "თუ თქვენ რესპუბლიკელებზე სიცრუის გავრცელებას შეწყვეტთ, გპირდებით, რომ ჩვენც შევწყვეტთ დემოკრატებზე..." დაასრულეთ ფრაზა.

ვის ეკუთვნის სტანისლავ ლემის "სოლარისის" 1972 წლის ეკრანიზაცია?

ჩინეთსა და ვიეტნამში ისინი გველები, დრაკონები, ვეფხვები, დათვები, ეტლები, ცხენები და მეომრები არიან. რას ვეძახით მათ ევროპელები?