
რომელი ომის დროს ჩავარდა ტყვედ უინსტონ ჩერჩილი, სამი კვირის შემდეგ კი გაქცევა მოახერხა?

რატომ არ მართავდა ალექსანდრე მაკედონელი ბრძოლებს ღამით?

რა მდებარეობს ამჟამად ბიბლიური სოდომისა და გომორის ადგილას?

დაასახელეთ ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც არ გააჩნია ოფიციალური დედაქალაქი.

რას ეძახიან დედამიწის მესამე პოლუსს?

მეცნიერებმა შიმპანზეს ჟესტების ენა შეასწავლეს. რას ნიშნავდა ამ ენაზე "გააღე, შეჭამე, დახურე"?

ტაისონისა და ჰოლიფილდის ცნობილი მატჩის შემდეგ ამერიკის საკონდიტრო მაღაზიებში გამოვიდა გამოვიდა სპეციალური შოკოლადი. რისი ფორმა ჰქონდა მას?

ფილმში ტელეპორტი როდესაც მთავარი პერსონაჟი ათვალიერებს კოლიზეუმს, მას ხვდება მეორე პერსონაჟი და ეუბნება, რომ მდევრები უკვე წამოეწივნენ და რომ X-ის დრო არ არის. დაასახელეთ X, თუ ის წარმოადგენს სხვა ფილმის სახელწოდებას.

ფილმში ,,მოგზაურობა ამერიკაში მამის მიერ საცოლის წარუმატებელი შერჩევის შემდეგ აფრიკული სახელმწიფოს ტახტის მემკვიდრე თავად მოისურვებს მეორე ნახევრის პოვნას და ამისათვის მიემგზავრება ნიუ იორკში. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ, ნიუ-იორკის რომელ რაიონში გადაწყვეტს პრინცი ცხოვრებას.

კარლ XII-ს პანიკურად ეშინოდა მოწამვლის. თანდათან ეს შიში მას ნამდვილ მანიაში გადაეზარდა. საბოლოოდ მეფე მაინც მოკვდა, მაგრამ არა საწამლავით. რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი?