მოგვწერეთ, ან დაგვირეკეთ : +995 32 2 37 93 02


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
დასახელება
იურიდიული დასახელება
დირექტორის სახელი და გვარი
მისამართი
ტელეფონის ნომერი
E-Mail
  • სკოლები
  • კერძო მასწავლებლები
  • სასკოლო ოლიმპიადები
  • საზაფხულო სკოლა/ბანაკი
  • სწავლება საზღვარგარეთ
  • მოსამზადებელი ცენტრები
  • საბაკალავრო პროგრამები
  • სამაგისტრო პროგრამები
  • სტუდიები
  • სპორტული წრეები
  • გასართობი ცენტრები
  • პროფესიული პროგრამები
  • ავტოსკოლები
  • საბავშვო ბაღები
  • Banner 1000 x 100
    სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა - მესამე ტურის პირველი ეტაპის საბოლოო შედეგები
    გთავაზობთ სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    გეოგრაფიის ტესტის აპრობაცია - მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურება
    6 მაისს, თბილისის N 166-ე საჯარო სკოლაში (წერეთლის
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრირების პილოტირებისათვის შექმნილი გზამკვლევები განიხილეს
    განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში,
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა
    ხდომის თარიღი: 2017 წლის 10 მაისი, 14:00 საათი
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    სემინარზე მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ რეგისტრაცია გამოცხადდა
    სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შ
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    ტრენინგ - მოდულზე სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მართვა, შეფასება რეგისტრაცია ცხადდება
    მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენ
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    ყურადღება - 2017 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები - (მე-12 კლასი) განრიგი
    გთავაზობთ 2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვე
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    ერთი დღე პროფესიაში - მოსწავლე მასწავლებელი
    მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და მოსწავლე
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    მიღწევები წარმატებული პროექტის ფარგლებში
    საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პრ
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    გეოგრაფიის ტესტის აპრობაცია აბიტურიენტებისათვის
    გეოგრაფიის ტესტის აპრობაცია ჩატარდება 5, 6 და 7 მა
    04/21/2017
    კითხვის გაგრძელება
    ინფორმაცია 2017 წლის გაზაფხულზე ორგანიზებული პროფესიული ტესტირების შესახებ
    პროფესიული ტესტირება 23 აპრილს მთელი საქართველოს მ
    04/20/2017
    კითხვის გაგრძელება
    პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომის გადადების შესახებ
    გაცნობებთ, რომ 2017 წლის 21 აპრილს ჩანიშნული პროფე
    04/20/2017
    კითხვის გაგრძელება
    უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!
    გაცნობებთ, რომ დამტკიცდა უმაღლესი განათლების დარგო
    04/20/2017
    კითხვის გაგრძელება
    უკან დაბრუნება

    ძიძა - შერჩევა და კონტროლი

    08/21/2013
    ძიძა - შერჩევა და კონტროლი
    skolebi.com

    სხვა სერვისებთან ერთად ძიძის შერჩევაშიც გეხმარებათ. ჩვენს ინფორმაციულ ბაზაში ძიძების მოძიება თავადაც შეგიძლიათ, თუმცა ვიდრე ამას გააკეთებთ, რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას მოგცემთ, რომლებიც არა მხოლოდ პატარასთვის შესაფერის ძიძას მოგაძებნინებთ, არამედ თქვენც დაგამშვიდებთ.

    პირველ რიგში, არ დაგავიწყდეთ, რომ სრულყოფილად იდეალური ძიძა არ არსებობს, ხოლო ბავშვისთვის საუკეთესო აღმზრდელი მშობელია, თუმცა თანამედროვე ცხოვრების წესმა ძიძის აუცილებლობა გააჩინა. ძიძა სწორედ ის ადამიანია, რომელიც პატარასთან დღის უდიდეს ნაწილს ატარებს, ზოგჯერ მშობელზე უფრო მეტ დროს, ამიტომ უნდა შეარჩიოთ ისეთი ადამიანი, რომელსაც არა მხოლოდ ენდობით, არამედ ანდობთ ბავშვის გაზრდის ყველაზე ფაქიზ სეგმენტს - მის აღზრდას.

    ერთი წლის ასაკის ბავშვი დედასთან განშორებას გაცილებით იოლად იტანს, ვიდრე ოდნავ უფროსი ასაკისა, ამიტომ თუ საბოლოოდ მაინც აპირებთ ძიძის აყვანას, ჯობს, ამაზე ადრევე იზრუნოთ. როგორც წესი, ჩვენთან იშვიათად ენდობიან კერძო განცხადებებსა თუ სააგენტოებს და ამჯობინებენ ახლობლების რჩევა გაითვალისწინონ, რაც სულაც არ გახლავთ ცუდი - პირიქით, საქმეში გამოცდილი ძიძა უფრო მეტ ნდობას იმსახურებს. მაგრამ ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია. თუ ახლობლის მიერ შექებულმა ძიძამ ერთი ბავშვი კარგად გაზარდა, თქვენს შვილთან, შეიძლება, ვერაფერი გააწყოს, ამიტომ ძიძა დამოუკიდებლად, საკუთარი დაკვირვების შედეგადაც შეარჩიეთ.

    თუ ძიძას ახლობლების რჩევით შეარჩევთ, ნუ მოგერიდებათ და მაინც მოსთხოვეთ სამედიცინო ცნობა და მცირედი გამოსაცდელი ვადაც მიეცით. ერთი-ორი კვირის განმავლობაში გარკვეულ შედეგს აუცილებლად მიიღებთ და დარწმუნდებით, რამდენაც შეეფერება ძიძის კვალიფიკაცია თქვენს მოთხოვნებს და, რაც მთავარია, რამდენად კარგად ეწყობა ბავშვს. მოელაპარაკეთ არა მხოლოდ ანაზღაურებაზე და გრაფიკზე, არამედ სთხოვეთ აგიხსნათ, როგორი მეთოდებით აპირებს ბავშვის აღზრდას. ასევე გამოჰკითხეთ, როგორ მოიქცევა ექსტრემალურ შემთხვევაში. იდეალური ვარიანტია, თუ ძიძას პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა შეუძლია, რადგან მცირედი ტრავმებისგან არც ერთი ბავშვი არაა დაზღვეული.

    დარწმუნდით, რომ ოჯახში პრობლემები არ აქვს ანუ ხშირად არ მოგთხოვთ განთავისუფლებას. კარგია, თუ თავადაც არ ჰყავს პატარა ბავშვები. როგორც წესი, პატარები ხშირად ავადმყოფობენ ანუ არსებობს საშიშროება, რომ ძიძა თქვენს შვილს ვირუსს მოუტანს ან საკუთარი შვილის ავადმყოფობის გამო სამსახურის გაცდენა მოუწევს. ზედმეტად ფრთხილი მშობლები ძიძისგან ნარკოლოგიურ ცნობასაც ითხოვენ, მის კრიმინალურ წარსულსაც იკვლევენ და ერთ-ერთ გასაუბრებას მის სახლშიც ატარებენ, რაც სულაც არ გახლავთ პარანოია.

    პარანოიკად არც მაშინ ჩაითვლებით, თუ ძიძის დაქირავების პირველ ხანებში და შემდგომშიც მის კონტროლს განახორციელებთ ხოლმე.

    თუ ძიძა არასწორად შეარჩიეთ, ამის პირველ ნიშანს ბავშვისგან მიიღებთ. წარმოიდგინეთ სურათი, როდესაც ძიძა მოდის, ბავში კი კარადის უკან იმალება ან ტირილს იწყებს - ეს ნიშნავს, რომ შერჩევისას შეცდომა დაუშვით, ძიძა თქვენს პატარასა ცუდად ექცევა, ხშირად უმიზეზოდ სჯის, უკიდურეს შემთხვევაში ფიზიკურად ეხება. ბავშვი სხვა სახის ინფორმაციასაც მოგაწვდით, მაგალითად ძიძა ხომ არ გატყუებთ. თუ ძიძა გეტყვით, რომ ეზოში ისეირნეს ან საინტერესო წიგნი წაუკითხა, მისი წასვლის შემდეგ ბავშვს ამის შესახებ ესაუბრეთ (პირდაპირ არ ჰკითხოთ, რადგან შეიძლება ძიძისგან იყოს დავალებული, რომ ტყუილი გითხრათ). შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ თქვენს პატარას იმ დღეს ეზო საერთოდ არ უნახავს, ნახსენები წიგნი კი ყველაზე ზედა თაროზე დევს. ეს უკვე ნიშნავს, რომ ძიძა გატყუებთ - მართალია, მძიმე შედეგის გარეშე, მაგრამ მისდამი ნდობის დასაკარგად საკმარისია.

    არსებობს ძიძის შემოწმების აპრობირებული მეთოდებიც: შინ მოულოდნელად, ჩვეულებრივზე ადრე დაბრუნდით; სთხოვეთ მეზობელს, თვალ-ყური ადევნოს ეზოში ჩასულ ახალ ძიძას და დააკვირდეს, როგორ ექცევა ბავშვს, როგორ ათამაშებს, რამდენად ყურადღებიანია; ეჭვის გაჩენის შემთხვევაში სახლში დიქტოფონი ან ვიდეოკამერა დაამონტაჟეთ და სხვა.

    და არ დაგავიწყდეთ, რომ დედა შვილის უხასიათობას ყოველგვარი ტექნიკის გარეშეც მიხვდება, ამიტომ შინ დაბრუნების შემდეგ, ეცადეთ მასთან, რაც შეიძლება, მეტი დრო გაატაროთ, ესაუბროთ, ეთამაშოთ და ასე გაიგოთ, როგორ პირობებში იზრდება მაშინ, როდესაც მის გვერდით არ ხართ.



    Share        


    სხვა საინტერესო ამბები
    ვაჟიშვილის აღზრდა მამის გარეშე
    დიდი პატარები
    რამდენად ახერხებთ შვილის მოთხოვნებთან გამკლავებას
    მოზარდი სახლიდან გარბის
    ბავშვისა და ძიძის ფსიქოთავსებადობა
    7 მიზეზი იმისა, თუ რატომ არის კარგი სკოლაში დაბრუნება
    დამთავრდა ზამთრის არდადეგები და დაიწყო სწავლა...
    მოვემზადოთ გამოცდებისთვის
    გამოცდა ჩვენი ცხოვრების თანმდევი მოვლენაა. ის...
    ვისწავლოთ მათემატიკა მარტივად
    მათემატიკა არის ზუსტი მეცნიერება, რომელიც ტექ...
    როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა
    კითხვა, როგორც პროცესი, განმარტოებასთან ასოცი...
    წარმატებული მასწავლებელი
    თუ თქვენ კითხავთ რომელიმე წარმატებულ მოსწავლე...
    თუ ბავშვი ამბობს, რომ..
    ოდესმე დაგისვამთ კითხვა "რატომ?"რატომ იქცევია...
    საშინაო დავალება
    ნებისმიერი ბავშვი უფრო წარმატებულია, თუ მისი ...
    განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები
    განა ყველა ბავშვი განსაკუთრებული არ არის?! - ...
    მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია ბავშვებს ნარკოტიკების შესახებ
    ნებისმიერი მშობელი ცდილობს დაიცვას შვილი სხვა...
    როგორ ვებრძოლოთ სტრესს
    ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის მომენტი, როცა...
    5 რჩევა მშობლებს: როგორ მოვიქცეთ თუ მოზარდი განიცდის თანატოლებისგან ზეწოლას
    იცით, თუ არა საჯარო სკოლების 25 % დაუფარავად ...
    როგორ შევაყვაროთ სკოლა
    ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მოსწავლეს სკოლა არ უყვ...
    როგორია დედისა და მამის შვილისადმი დამოკიდებულების საფუძველი
    მიუხედავად იმისა, რომ დედაც და მამაც შვილისთვ...
    როგორ ზრდიან ბავშვებს გერმანიაში
    Skolebi.com-ის საინტერესო ამბების განყოფილება...
    ლურჯი თხის წელიწადი
    ვისაც სახლში ბავშვები გყავთ, ახალი წლის დადგო...
    ტოლერანტობის პირველი გაკვეთილები
    ტოლერანტობის განცდა ბავშვებს იმ წამიდან უნდა ...
    ბავშვის შიშები
    შიში ბუნებრივი მოვლენაა, ზოგი მშობელი კი შვილ...
    ადაპტაცია ახალ სკოლაში
    მშობლების სამსახურის, უკეთესი პირობების ან სხ...
    როგორ მოვარჯულოთ ჰიპერაქტიური ბავშვი
    ხშირად გაიგონებთ, როგორ ამბობენ, რომ ბავშვი ც...
    ფერადი ბავშვები #2
    იისფერიფანტაზია, ინტუიცია, რბილი ხასიათი, ადვ...
    ფერადი ბავშვები #1
    ყველა ადამიანს აქვს საყვარელი ფერი. აქვთ ბავშ...
    ვაჟიშვილის აღზრდა მამის გარეშე
    სამწუხაროდ, ასეც ხდება - ზოგ დედას შვილების ა...
    გცალიათ თუ არა შვილისთვის
    თანამედროვე ცხოვრების წესიდან გამომდინარე ზოგ...
    თავიდან ავიცილოთ უბედური შემთხვევები
    ეს ყველა ოჯახში შეიძლება მოხდეს - სამწუხაროდ,...
    თუ მეცადინეობა პრობლემად იქცა
    სასწავლო წელი უკვე დაიწყო, რაც პირველ სასკოლო...
    აღზრდის ოთხი სტილი
    სპეციალისტები დიდი ხნის წინ შეთანხმდნენ, რომ ...
    გავიგოთ, რა ხდება სკოლაში
    როდესაც ბავშვი სკოლაში მიდის, მის ცხოვრებაში ...
    აღზრდის იაპონური ტრადიცია
    იაპონიაში ბავშის აღზრდის ტრადიციას იკუძი ჰქვი...
    თუ ბავშვს მშობლების ლოგინში სძინავს
    ბავშვს, მით უფრო, ჩვილს მშობლებთან, უფრო კი დ...
    ხართ თუ არა მზად სკოლისთვის?
    თქვენი პატარა უკვე 6 წლისაა და სექტემბრისთვის...
    shaliko