მოგვწერეთ, ან დაგვირეკეთ : +995 32 2 37 93 02


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
დასახელება
იურიდიული დასახელება
დირექტორის სახელი და გვარი
მისამართი
ტელეფონის ნომერი
E-Mail
  • სკოლები
  • კერძო მასწავლებლები
  • სასკოლო ოლიმპიადები
  • საზაფხულო სკოლა/ბანაკი
  • სწავლება საზღვარგარეთ
  • მოსამზადებელი ცენტრები
  • საბაკალავრო პროგრამები
  • სამაგისტრო პროგრამები
  • სტუდიები
  • სპორტული წრეები
  • გასართობი ცენტრები
  • პროფესიული პროგრამები
  • ავტოსკოლები
  • საბავშვო ბაღები
  • Banner 1000 x 100
    სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა - მესამე ტურის პირველი ეტაპის საბოლოო შედეგები
    გთავაზობთ სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    გეოგრაფიის ტესტის აპრობაცია - მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურება
    6 მაისს, თბილისის N 166-ე საჯარო სკოლაში (წერეთლის
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრირების პილოტირებისათვის შექმნილი გზამკვლევები განიხილეს
    განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში,
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა
    ხდომის თარიღი: 2017 წლის 10 მაისი, 14:00 საათი
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    სემინარზე მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ რეგისტრაცია გამოცხადდა
    სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შ
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    ტრენინგ - მოდულზე სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მართვა, შეფასება რეგისტრაცია ცხადდება
    მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენ
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    ყურადღება - 2017 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები - (მე-12 კლასი) განრიგი
    გთავაზობთ 2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვე
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    ერთი დღე პროფესიაში - მოსწავლე მასწავლებელი
    მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და მოსწავლე
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    მიღწევები წარმატებული პროექტის ფარგლებში
    საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პრ
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    გეოგრაფიის ტესტის აპრობაცია აბიტურიენტებისათვის
    გეოგრაფიის ტესტის აპრობაცია ჩატარდება 5, 6 და 7 მა
    04/21/2017
    კითხვის გაგრძელება
    ინფორმაცია 2017 წლის გაზაფხულზე ორგანიზებული პროფესიული ტესტირების შესახებ
    პროფესიული ტესტირება 23 აპრილს მთელი საქართველოს მ
    04/20/2017
    კითხვის გაგრძელება
    პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომის გადადების შესახებ
    გაცნობებთ, რომ 2017 წლის 21 აპრილს ჩანიშნული პროფე
    04/20/2017
    კითხვის გაგრძელება
    უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!
    გაცნობებთ, რომ დამტკიცდა უმაღლესი განათლების დარგო
    04/20/2017
    კითხვის გაგრძელება
    უკან დაბრუნება

    პირველკლასელი

    08/24/2013
    პირველკლასელი
    როდესაც ბავშვი პირველად მიდის სკოლაში, ეს ნიშნავს, რომ ოჯახში ყველაფერი იცვლება: ჩვეული რეჟიმი, განრიგი და, რაც მთავარია, ბავშვისადმი დამოკიდებულება. ამ რეჟიმში ის მომავალი 12 წლის განმავლობაში იქნება, წლიდან წლამდე სულ უფრო მეტად დაიტვირთება, ამიტომ სწავლის პირველი ეტაპი, რაც შეიძლება, საინტერესო და უმტკივნეულო უნდა იყოს.

    პირველკლასელთა უმეტესობა სკოლის პირველ დღეს ემოციურად ხვდება, ზოგი ტირის, უჭირს მშობლებთან განშორება, ახალ გარემოსთან შეგუება, ბაღის მეგობრების ნაცვლად ახლების შეძენა და სხვა. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ბავშვს ამ სიახლისთვის ახლავე მოამზადებთ. მოუყევით, თავად როგორ სწავლობდით, როგორი კარგი თანაკლასელები და მასწავლებელი გყავდათ, რა კარგი იყო სწავლების პროცესი, დასვენებების დროს გართობა, ექსკურსიებზე სიარული და ასე შემდეგ. აუხსენით, რომ საუკეთესო მეგობრებს სწორედ სკოლაში შეიძენს, ხოლო აქ მიღებული განათლება მხოლოდ და მხოლოდ მისი მომავლისთვისაა სასიკეთო. საუკეთესო ვარიანტია, თუ მის კლასში ნაცნობი ბავშვი მოხვდება (ან სულაც დედმამიშვილი ან ახლო ნათესავი). ასეთ შემთხვევაში ბავშვი უფრო მარტივად გადაიტანს ცვლილებას.

    გაითვალისწინეთ, რომ სკოლასთან შეგუების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მასწავლებელია, ამიტომ სკოლის შერჩევისას ამ ფაქტორსაც მიაქციეთ ყურადღება. ნუ მოგერიდებათ და სკოლის დირექციასთან ან სხვა მასწავლებლებთან საგულდაგულოდ გადაამოწმეთ მისი კვალიფიკაცია. რამდენჯერმე გაესაუბრეთ. თუ თქვენს შვილს ათვისების პრობლემა აქვს, გაიგეთ, როგორ აპირებს მასთან ინდივიდუალურ მუშაობას, აქვს თუ არა ამ მხრივ გამოცდილება. გაარკვიეთ, რამდენად შემოქმედებითად უდგება სწავლების პროცესს, რადგან პირველკლასელისთვის სკოლაში სიარული გართობა უფროა, ვიდრე საპასუხისმგებლო პროცესი.

    თქვენი, როგორც მშობლის როლი კიდევ ერთ რგოლში უნდა გამოჩნდეს: ბავშვი სკოლისთვის მინიმალურ დონეზე მაინც უნდა იყოს მზად, მით უფრო, თუ საბავშვო ბაღში არ უვლია. ბავშვს ელემენტარული განათლება მაინც უნდა ჰქონდეს: იცოდეს საბავშვო ლექსები (სულ მცირე, მეტყველების გასატეხად მაინც), სიმღერები, ფერებისა და გეომეტრიული ფიგურების გარჩევა, ათამდე თვლა, ანბანის პირველი ასოების ჩამოთვლა. კარგი იქნება, თუ ბავშვს პატარა ისტორიების მოყოლას მიაჩვევთ, მაგალითად, აღწეროს ეზოში თამაშისას ნანახი სურათი ან როგორ გაერთო სტუმრად ყოფნისას. ეს გადმოცემის უნარს განუვითარებს და უცხო ადამიანებთან ურთიერთობის კომპლექსებსაც მოუხსნის. როგორც წესი, სწავლის პირველ დღეს პირველკლასელებს ერთმანეთს აცნობენ: ბავშვები ასახელებენ საკუთარ ვინაობას, ასაკს, ამბობენ ლექსს და ასე შემდეგ, რისთვისაც თქვენი შვილი მზად უნდა იყოს.

    ეცადეთ, სწავლის პირველ პერიოდში, რაც შეიძლება, ინტერაქტიული იყოთ. ესაუბრეთ სკოლაში გატარებულ დროზე, ახალ მეგობრებზე, მასწავლებელზე. ასეთი საუბრები ბავშვს სკოლის გარემოსთან იდენტიფიცირებას გაუადვილებს, ხოლო თქვენ ფასდაუდებელ ინფორმაციას მოგაწვდით - გაიგებთ, როგორ ეგუება სკოლას, მასწავლებელი დაუმსახურებლად ხომ არ უწყრება ან სხვა ბავშვები ხომ არ ჩაგრავენ, რაც საკმაოდ ხშირად ხდება.

    პირველკლასელის მიერ მიღწეული ყოველი წარმატება დღესასწაულად აქციეთ: ნუ დაიზარებთ შეაქოთ, როდესაც უშეცდომოდ გიპასუხებთ, რომ ორჯერ ორი ოთხია ან ანბანს რაკრაკით ჩამოგითვლით. ნუ გაუწყრებით, თუ ასოები ლამაზად ვერ გამოჰყავს - ასეთ შეცდომას თავადაც სჩადიოდით, უბრალოდ ახლა ამის შესახებ აღარ გახსოვთ, მით უფრო, რომ ლამაზი კალიგრაფია დროთა განმავლობაში მეორე პლანზე გადაინაცვლებს, ამიტომ ამის გამო საყვედური ნამდვილად არ ღირს.

    თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ, მისი თანაკლასელები შინ მოიწვიეთ. დაე, რამდენიმე საათი ერთად გაატარონ, გააცნობიერონ, რომ ერთმანეთს მხოლოდ სკოლაში არ უნდა შეხვდნენ და მათი ურთიერთობის სხვა ფორმაც შეიძლება არსებობდეს. დაგვერწმუნეთ, მეორე დღეს ბავშვი უფრო დიდი სიხარულით წავა სკოლაში, რადგან ეცოდინება, რომ იქ პოტენციური მეგობრები ელოდებიან. იგივე შეგიძლიათ გააკეთოთ მასწავლებელთან მიმართებაშიც, თუ ბავშვს ის გაურკვეველი მიზეზით (უბრალოდ, ახირების გამო) არ მოსწონს. ოჯახურ გარემოში ნანახი უფროსი ადამიანი ახლობლის სტატუსს შეიძენს და სკოლაში მათ ურთიერთობასაც გააიოლებს.

    [i]გისურვებთ წარმატებას![/i]



    Share        


    სხვა საინტერესო ამბები
    გცალიათ თუ არა შვილისთვის
    როგორ მოვარჯულოთ ჰიპერაქტიური ბავშვი
    განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები
    ქუჩაში მოძრაობის წესები
    პროფესიები კომუნიკაციის მოყვარულთათვის
    7 მიზეზი იმისა, თუ რატომ არის კარგი სკოლაში დაბრუნება
    დამთავრდა ზამთრის არდადეგები და დაიწყო სწავლა...
    მოვემზადოთ გამოცდებისთვის
    გამოცდა ჩვენი ცხოვრების თანმდევი მოვლენაა. ის...
    ვისწავლოთ მათემატიკა მარტივად
    მათემატიკა არის ზუსტი მეცნიერება, რომელიც ტექ...
    როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა
    კითხვა, როგორც პროცესი, განმარტოებასთან ასოცი...
    წარმატებული მასწავლებელი
    თუ თქვენ კითხავთ რომელიმე წარმატებულ მოსწავლე...
    თუ ბავშვი ამბობს, რომ..
    ოდესმე დაგისვამთ კითხვა "რატომ?"რატომ იქცევია...
    საშინაო დავალება
    ნებისმიერი ბავშვი უფრო წარმატებულია, თუ მისი ...
    განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები
    განა ყველა ბავშვი განსაკუთრებული არ არის?! - ...
    მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია ბავშვებს ნარკოტიკების შესახებ
    ნებისმიერი მშობელი ცდილობს დაიცვას შვილი სხვა...
    როგორ ვებრძოლოთ სტრესს
    ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის მომენტი, როცა...
    5 რჩევა მშობლებს: როგორ მოვიქცეთ თუ მოზარდი განიცდის თანატოლებისგან ზეწოლას
    იცით, თუ არა საჯარო სკოლების 25 % დაუფარავად ...
    როგორ შევაყვაროთ სკოლა
    ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მოსწავლეს სკოლა არ უყვ...
    როგორია დედისა და მამის შვილისადმი დამოკიდებულების საფუძველი
    მიუხედავად იმისა, რომ დედაც და მამაც შვილისთვ...
    როგორ ზრდიან ბავშვებს გერმანიაში
    Skolebi.com-ის საინტერესო ამბების განყოფილება...
    ლურჯი თხის წელიწადი
    ვისაც სახლში ბავშვები გყავთ, ახალი წლის დადგო...
    ტოლერანტობის პირველი გაკვეთილები
    ტოლერანტობის განცდა ბავშვებს იმ წამიდან უნდა ...
    ბავშვის შიშები
    შიში ბუნებრივი მოვლენაა, ზოგი მშობელი კი შვილ...
    ადაპტაცია ახალ სკოლაში
    მშობლების სამსახურის, უკეთესი პირობების ან სხ...
    როგორ მოვარჯულოთ ჰიპერაქტიური ბავშვი
    ხშირად გაიგონებთ, როგორ ამბობენ, რომ ბავშვი ც...
    ფერადი ბავშვები #2
    იისფერიფანტაზია, ინტუიცია, რბილი ხასიათი, ადვ...
    ფერადი ბავშვები #1
    ყველა ადამიანს აქვს საყვარელი ფერი. აქვთ ბავშ...
    ვაჟიშვილის აღზრდა მამის გარეშე
    სამწუხაროდ, ასეც ხდება - ზოგ დედას შვილების ა...
    გცალიათ თუ არა შვილისთვის
    თანამედროვე ცხოვრების წესიდან გამომდინარე ზოგ...
    თავიდან ავიცილოთ უბედური შემთხვევები
    ეს ყველა ოჯახში შეიძლება მოხდეს - სამწუხაროდ,...
    თუ მეცადინეობა პრობლემად იქცა
    სასწავლო წელი უკვე დაიწყო, რაც პირველ სასკოლო...
    აღზრდის ოთხი სტილი
    სპეციალისტები დიდი ხნის წინ შეთანხმდნენ, რომ ...
    გავიგოთ, რა ხდება სკოლაში
    როდესაც ბავშვი სკოლაში მიდის, მის ცხოვრებაში ...
    აღზრდის იაპონური ტრადიცია
    იაპონიაში ბავშის აღზრდის ტრადიციას იკუძი ჰქვი...
    თუ ბავშვს მშობლების ლოგინში სძინავს
    ბავშვს, მით უფრო, ჩვილს მშობლებთან, უფრო კი დ...
    ხართ თუ არა მზად სკოლისთვის?
    თქვენი პატარა უკვე 6 წლისაა და სექტემბრისთვის...
    shaliko