მოგვწერეთ, ან დაგვირეკეთ : +995 32 2 37 93 02


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
დასახელება
იურიდიული დასახელება
დირექტორის სახელი და გვარი
მისამართი
ტელეფონის ნომერი
E-Mail
  • სკოლები
  • კერძო მასწავლებლები
  • სასკოლო ოლიმპიადები
  • საზაფხულო სკოლა/ბანაკი
  • სწავლება საზღვარგარეთ
  • მოსამზადებელი ცენტრები
  • საბაკალავრო პროგრამები
  • სამაგისტრო პროგრამები
  • სტუდიები
  • სპორტული წრეები
  • გასართობი ცენტრები
  • პროფესიული პროგრამები
  • ავტოსკოლები
  • საბავშვო ბაღები
  • Banner 1000 x 100
    სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა - მესამე ტურის პირველი ეტაპის საბოლოო შედეგები
    გთავაზობთ სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    გეოგრაფიის ტესტის აპრობაცია - მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურება
    6 მაისს, თბილისის N 166-ე საჯარო სკოლაში (წერეთლის
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრირების პილოტირებისათვის შექმნილი გზამკვლევები განიხილეს
    განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში,
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა
    ხდომის თარიღი: 2017 წლის 10 მაისი, 14:00 საათი
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    სემინარზე მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ რეგისტრაცია გამოცხადდა
    სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შ
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    ტრენინგ - მოდულზე სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მართვა, შეფასება რეგისტრაცია ცხადდება
    მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენ
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    ყურადღება - 2017 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები - (მე-12 კლასი) განრიგი
    გთავაზობთ 2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვე
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    ერთი დღე პროფესიაში - მოსწავლე მასწავლებელი
    მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და მოსწავლე
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    მიღწევები წარმატებული პროექტის ფარგლებში
    საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პრ
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    გეოგრაფიის ტესტის აპრობაცია აბიტურიენტებისათვის
    გეოგრაფიის ტესტის აპრობაცია ჩატარდება 5, 6 და 7 მა
    04/21/2017
    კითხვის გაგრძელება
    ინფორმაცია 2017 წლის გაზაფხულზე ორგანიზებული პროფესიული ტესტირების შესახებ
    პროფესიული ტესტირება 23 აპრილს მთელი საქართველოს მ
    04/20/2017
    კითხვის გაგრძელება
    პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომის გადადების შესახებ
    გაცნობებთ, რომ 2017 წლის 21 აპრილს ჩანიშნული პროფე
    04/20/2017
    კითხვის გაგრძელება
    უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!
    გაცნობებთ, რომ დამტკიცდა უმაღლესი განათლების დარგო
    04/20/2017
    კითხვის გაგრძელება
    უკან დაბრუნება

    მასწავლებელი გატყობინებთ, რომ...

    10/23/2013
    მასწავლებელი გატყობინებთ, რომ...


    არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგი და მოწესრიგებული მოსწავლეა თქვენი შვილი, მის მასწავლებელთან გამუდმებული კონტაქტი აუცილებელია, ყურადღების გამახვილება კი მაშინ უფრო გმართებთ, თუ მასწავლებელი თავად დგამს პირველ ნაბიჯს და კითხვის გარეშე იწყებს თქვენს შვილზე საუბარს. ეს უკვე განგაშის მომასწავებელია, მაგრამ არ ნიშნავს, რომ თავად მასწავლებელი არ ცდება - ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ, რომ მსგავსი საუბრებისთვის მშობელი მზად უნდა იყოს.


    მასწავლებელი გატყობინებთ, რომ მოსწავლეს დაბალი მოსწრება აქვს:
    ყველაზე კარგ მოსწავლესაც კი შეიძლება რთული პერიოდი ჰქონდეს, რასაც აუცილებლად აქვს მიზეზი. მშობლის მისია სწორედ ამ მიზეზების გამოკვლევაა. ჯერ თქვენი ოჯახის ბოლოდროინდელ ცხოვრებას გადახედეთ, იქნებ ოჯახში არსებული ვითარების გამო ბავშვი კარგად გამოძინებას ვერ ახერხებს, რაც კონცენტრირებაში უშლის ხელს. ასევე გაიხსენეთ, ბოლო დროს რამდენჯერ იავადმყოფა ანუ რამდენჯერ მოუწია სკოლის გაცდენა, რამაც მისი პროგრამისგან ჩამორჩენა გამოიწვია. ასევე გაარკვიეთ, მოსწავლე ყველა საგანში ჩამორჩება თუ მხოლოდ ტექნიკურებში ან ჰუმანიტარულებში, რომელიმე საგანს უბრალოდ ვერ ითვისებს თუ ცდილობს და არ გამოდის? ეს აუცილებლად დაგეხმარებათ სრული სურათის შექმნაში.


    სწორედ პრობლემის სპეციფიკა მოგაძებნინებთ მიზეზებს, რის შემდეგაც მათი აღმოფხვრის პროცესი უნდა დაიწყოთ. პირველ რიგში, შვილს გაესაუბრეთ და მისგან საჭირო ინფორმაცია მიიღეთ, შემდეგ კი მაწავლებელთან ერთად დასახეთ მოქმედების გეგმა, რადგან ამ უკანასკნელს ჩამორჩენილ მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება აქვს. სისტემატურად შეამოწმეთ მისი ცოდნა, გამოჰკითხეთ გაკვეთილები, თავად გადაიკითხეთ მისი ნაწერები და ნახეთ, სად უშვებს ყველაზე მეტ შეცდომას და მათ გამოსწორებაზე ერთად იზრუნეთ. პრობლემურ მოსწავლეს არაფერი ისე არ ამშვიდებს, როგორც მშობლის თანადგომა.


    მასწავლებელი გატყობინებთ, რომ მოსწავლე ცუდად იქცევა:
    აქაც იგივე ტაქტიკა მუშაობს - გაარკვიეთ, კონკრეტულად რაში გამოიხატება მისი ცუდად მოქცევა. არ დაგავიწყდეთ, რომ პატარა ასაკის მოსწავლეებს საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა ოდნავ არაადეკვატურად გამოდით, ამიტომ ის, რასაც მასწავლებელი ხმაურს ეძახის, შესაძლოა, თქვენ შვილისთვის მხოლოდ და მხოლოდ ენთუზიაზმი და საკუთარი აზრის გამოხატვაა. ეს კი ნამდვილად კარგი თვისებაა.


    კარგად გაარკვიეთ, რა იწვევს თქვენი შვილის ცუდ ყოფაქცევას. შესაძლოა, სხვა მოსწავლის გავლენას განიცდის. ხდება ისეც, რომ ბავშვი მასწავლებლის ყურადღების ხარისხით არ არის კმაყოფილი და ხმაურითა და გადამეტებული აქტივობით ცდილობს მის დაინტერესებას.


    ბავშვთან საუბრისას ახსენეთ, რომ მისი ჰიპერაქტიურობა სხვა მოსწავლეებს უქმნის დისკომფორტს, ამიტომ თუ მათთან მეგობრობა უნდა, მაშინ სწავლაში ხელი არ უნდა შეუშალოს. ასევე უთხარით, რომ კარგი მოქცევა მასწავლებელს ძალიან გაახარებს და მისდამი უფრო ყურადღებიანი გახდება.


    ჰიპერქატიურობის გასანეიტრალებლად ერთი აპრობირებული ხერხიც არსებობს - სპორტი, რაც ზოგადად ძალიან კარგია. თუ ბავშვი სპორტისთვის სუსტია (აქვს ქრონიკული დაავადებები და ა.შ.), მაშინ მისი შეყვანა სახელოვნებო წრეებზე შეგიძლიათ, სადაც თვითგამოხატვის საშუალებაც ექნება და ენერგიასაც სასარგებოდ დახარჯავს.


    მასწავლებელი გატყობინებთ, რომ ბავშვი დაძაბული და აღელვებულია:
    ამ პრობლემის სათავე ისევ და ისევ საკუთარ ოჯახში ეძიეთ. თუ შინ სიმშვიდე გაქვთ, მაშინ შვილის სამეგობროსკენ გადაინაცვლეთ, გაარკვიეთ, ხომ არ აქვს პრობლემები უბნის უსაქმურებთან, ვინმე ხომ არ აწუხებს, დასცინის, ხომ არ ცდილობს ფულის გამოძალვას და სხვა (როგორც წესი, ასეთი ადამიანების მსხვერპლი მოწესრიგებული ბავშვები და მოზარდები არიან ხოლმე). მანამდე კი კარგად დაელაპარაკეთ. მშვიდი საუბარი მისი მხრიდან სიმართლის გამხელის კარგი წინაპირობაა.


    დაძაბულობის მიზეზი შეიძლება კომპლექსებიც იყოს. უფრო იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე კარგად ვერ სწავლობს, მასწავლებელი კი მისგან მთელი კლასის წინაშე მოითხოვს მაქსიმუმს. ნუ შექმნით ტრაგედიას იმის გამო, რომ, თქვენი სურვილის მიუხედავად, ბავშვი მათემატიკას ვერ სწავლობს, რადგან მისგან მაინც შეიძლება გამოვიდეს წარმატებული მწერალი, რეჟისორი, მხატვარი და ასე შემდეგ. არასაყვარელი საგნის სწავლის დაძალებას კი ნამდვილად შეუძლია ბავშვის ფსიქიკაზე ზემოქმედება.


    მასწავლებელი გატყობინებთ, რომ თქვენი შვილი სხვას ამცირებს:
    გაარკვიეთ, კონკრეტულად რას გულისხმობს მასწავლებელი და რა გახდა თქვენი შვილის ასე მოქცევის მიზეზი, ის გახლავთ კონფლიქტის წამომწყები თუ თავს იცავდა. ნებისმიერ შემთხვევაში საკითხი მოგვარებას მოითხოვს, რადგან თუ საქმე მხოლოდ თავდაცვასთან გვაქვს, ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ყველა პრობლემის აღმოფხვრის გზად საპასუხო დარტყმა არ მიაჩნდეს.
    თუ აგრესორი თქვენი შვილია, მაშინ აუცილებლად ერთად განიხილეთ მომხდარი, აწონ-დაწონეთ მისი შედეგები, ერთი წამით დაჩაგრულის ადგილას თავის წარმოდგენა სთხოვეთ. ეს აუცილებლად იმუშავებს, თუ საკითხს მშვიდად მიუდგებით და არა ისტერიკით. გააკონტროლეთ, რამდენად ხშირია შემთხვევა, როდესაც თქვენი შვილი ფიზიკური კონფლიქტის ან სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი ხდება. უკიდურეს შემთხვევაში მიმართეთ ბავშვთა ფსიქოლოგს.

    არ დაგავიწყდეთ, ყოველი პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ მასწავლებელს გაესაუბროთ. ჰკითხეთ, რამდენად გამოსწორდა თქვენი შვილის მდგომარეობა და სთხოვეთ, ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, აუცილებლად დაგიკავშირდეთ. და რაც მთავარია, არასდროს დააიგნოროთ მასწავლებლის გაფრთხილება, რადგან მას თქვენი შვილის მსგავსი უამრავი მოსწავლე ჰყავს, ყველას კი გამუდმებულ ყურადღებას ვერ მიაქცევს, ამიტომ რეაგირება პირველივე განგაშის ზარისთანავე გმართებთ.



    Share        


    სხვა საინტერესო ამბები
    განსაზღვრეთ თქვენი შვილის ტემპერამენტი. #4
    ცხელი ზაფხული და ბავშვები
    როგორ ვებრძოლოთ ბილწსიტყვაობას
    რამდენად მზად არის ბავშვი საბავშვო ბაღისთვის
    როგორ გავართოთ ბავშვი
    7 მიზეზი იმისა, თუ რატომ არის კარგი სკოლაში დაბრუნება
    დამთავრდა ზამთრის არდადეგები და დაიწყო სწავლა...
    მოვემზადოთ გამოცდებისთვის
    გამოცდა ჩვენი ცხოვრების თანმდევი მოვლენაა. ის...
    ვისწავლოთ მათემატიკა მარტივად
    მათემატიკა არის ზუსტი მეცნიერება, რომელიც ტექ...
    როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა
    კითხვა, როგორც პროცესი, განმარტოებასთან ასოცი...
    წარმატებული მასწავლებელი
    თუ თქვენ კითხავთ რომელიმე წარმატებულ მოსწავლე...
    თუ ბავშვი ამბობს, რომ..
    ოდესმე დაგისვამთ კითხვა "რატომ?"რატომ იქცევია...
    საშინაო დავალება
    ნებისმიერი ბავშვი უფრო წარმატებულია, თუ მისი ...
    განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები
    განა ყველა ბავშვი განსაკუთრებული არ არის?! - ...
    მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია ბავშვებს ნარკოტიკების შესახებ
    ნებისმიერი მშობელი ცდილობს დაიცვას შვილი სხვა...
    როგორ ვებრძოლოთ სტრესს
    ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის მომენტი, როცა...
    5 რჩევა მშობლებს: როგორ მოვიქცეთ თუ მოზარდი განიცდის თანატოლებისგან ზეწოლას
    იცით, თუ არა საჯარო სკოლების 25 % დაუფარავად ...
    როგორ შევაყვაროთ სკოლა
    ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მოსწავლეს სკოლა არ უყვ...
    როგორია დედისა და მამის შვილისადმი დამოკიდებულების საფუძველი
    მიუხედავად იმისა, რომ დედაც და მამაც შვილისთვ...
    როგორ ზრდიან ბავშვებს გერმანიაში
    Skolebi.com-ის საინტერესო ამბების განყოფილება...
    ლურჯი თხის წელიწადი
    ვისაც სახლში ბავშვები გყავთ, ახალი წლის დადგო...
    ტოლერანტობის პირველი გაკვეთილები
    ტოლერანტობის განცდა ბავშვებს იმ წამიდან უნდა ...
    ბავშვის შიშები
    შიში ბუნებრივი მოვლენაა, ზოგი მშობელი კი შვილ...
    ადაპტაცია ახალ სკოლაში
    მშობლების სამსახურის, უკეთესი პირობების ან სხ...
    როგორ მოვარჯულოთ ჰიპერაქტიური ბავშვი
    ხშირად გაიგონებთ, როგორ ამბობენ, რომ ბავშვი ც...
    ფერადი ბავშვები #2
    იისფერიფანტაზია, ინტუიცია, რბილი ხასიათი, ადვ...
    ფერადი ბავშვები #1
    ყველა ადამიანს აქვს საყვარელი ფერი. აქვთ ბავშ...
    ვაჟიშვილის აღზრდა მამის გარეშე
    სამწუხაროდ, ასეც ხდება - ზოგ დედას შვილების ა...
    გცალიათ თუ არა შვილისთვის
    თანამედროვე ცხოვრების წესიდან გამომდინარე ზოგ...
    თავიდან ავიცილოთ უბედური შემთხვევები
    ეს ყველა ოჯახში შეიძლება მოხდეს - სამწუხაროდ,...
    თუ მეცადინეობა პრობლემად იქცა
    სასწავლო წელი უკვე დაიწყო, რაც პირველ სასკოლო...
    აღზრდის ოთხი სტილი
    სპეციალისტები დიდი ხნის წინ შეთანხმდნენ, რომ ...
    გავიგოთ, რა ხდება სკოლაში
    როდესაც ბავშვი სკოლაში მიდის, მის ცხოვრებაში ...
    აღზრდის იაპონური ტრადიცია
    იაპონიაში ბავშის აღზრდის ტრადიციას იკუძი ჰქვი...
    თუ ბავშვს მშობლების ლოგინში სძინავს
    ბავშვს, მით უფრო, ჩვილს მშობლებთან, უფრო კი დ...
    ხართ თუ არა მზად სკოლისთვის?
    თქვენი პატარა უკვე 6 წლისაა და სექტემბრისთვის...
    shaliko