მოგვწერეთ, ან დაგვირეკეთ : +995 32 2 37 93 02


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
დასახელება
იურიდიული დასახელება
დირექტორის სახელი და გვარი
მისამართი
ტელეფონის ნომერი
E-Mail
  • სკოლები
  • კერძო მასწავლებლები
  • სასკოლო ოლიმპიადები
  • საზაფხულო სკოლა/ბანაკი
  • სწავლება საზღვარგარეთ
  • მოსამზადებელი ცენტრები
  • საბაკალავრო პროგრამები
  • სამაგისტრო პროგრამები
  • სტუდიები
  • სპორტული წრეები
  • გასართობი ცენტრები
  • პროფესიული პროგრამები
  • ავტოსკოლები
  • საბავშვო ბაღები
  • Banner 1000 x 100
    სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა - მესამე ტურის პირველი ეტაპის საბოლოო შედეგები
    გთავაზობთ სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    გეოგრაფიის ტესტის აპრობაცია - მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურება
    6 მაისს, თბილისის N 166-ე საჯარო სკოლაში (წერეთლის
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრირების პილოტირებისათვის შექმნილი გზამკვლევები განიხილეს
    განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში,
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა
    ხდომის თარიღი: 2017 წლის 10 მაისი, 14:00 საათი
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    სემინარზე მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ რეგისტრაცია გამოცხადდა
    სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შ
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    ტრენინგ - მოდულზე სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მართვა, შეფასება რეგისტრაცია ცხადდება
    მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენ
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    ყურადღება - 2017 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები - (მე-12 კლასი) განრიგი
    გთავაზობთ 2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვე
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    ერთი დღე პროფესიაში - მოსწავლე მასწავლებელი
    მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და მოსწავლე
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    მიღწევები წარმატებული პროექტის ფარგლებში
    საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პრ
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    გეოგრაფიის ტესტის აპრობაცია აბიტურიენტებისათვის
    გეოგრაფიის ტესტის აპრობაცია ჩატარდება 5, 6 და 7 მა
    04/21/2017
    კითხვის გაგრძელება
    ინფორმაცია 2017 წლის გაზაფხულზე ორგანიზებული პროფესიული ტესტირების შესახებ
    პროფესიული ტესტირება 23 აპრილს მთელი საქართველოს მ
    04/20/2017
    კითხვის გაგრძელება
    პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომის გადადების შესახებ
    გაცნობებთ, რომ 2017 წლის 21 აპრილს ჩანიშნული პროფე
    04/20/2017
    კითხვის გაგრძელება
    უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!
    გაცნობებთ, რომ დამტკიცდა უმაღლესი განათლების დარგო
    04/20/2017
    კითხვის გაგრძელება
    უკან დაბრუნება

    განსაზღვრეთ თქვენი მზრუნველობის ხარისხი

    01/10/2014
    განსაზღვრეთ თქვენი მზრუნველობის ხარისხი
    შვილებთან მიმართებაში ყველა მშობლის აზრი ერთია - ისინი ვალდებული არიან, საკუთარ შთამომავლობაზე იზრუნონ, ზოგი მშობელი კი მზრუნველობის უმაღლეს, გადაჭარბებულ ზღვარსაც აღწევს. ასეთ უკიდურესობას ზოგჯერ არც თუ სასურველი შედეგი მოაქვს - მშობელი საკუთარი საქციელით კმაყოფილია, შვილი კი სულ უფრო მეტად ზარმაცდება და ელემენტარულ პასუხისმგებლობასაც ივიწყებს.


    არსებობს მშობლების მეორე კატეგორიაც - ისინი შვილებს მაქსიმალურ თავისუფლებას ანიჭებენ, აძლევენ უფლებას საკუთარი გადაწყვეტილებით იცხოვრონ. ფსიქოლოგები ასეთ საქციელს მეორე უკიდურესობად მიიჩნევენ, რადგან ყველაზე მოწესრიგებულ ბავშვსაც, მით უფრო მოზარდს, აუცილებლად სჭირდება მშობლის ყურადღება, რჩევები და ელემენტარული მზრუნველობა.


    საუკეთესო ვარიანტია, როდესაც მშობელი ოქროს შუალედს აღწევს და შვილისადმი მზრუნველობასა და მისთვის თავისუფლების მინიჭებას შორის ბალანსის დაცვას ახერხებს. ქვემოთ მოცემული ტესტი-გამოკითხვა ოდნავ მაინც დაგეხმარებათ განსაზღვროთ მშობელთა რომელ კატეგორიას განეკუთვნებით.


    გამოკითხვაში 15 კითხვაა, ქულები კი შემდეგნაირად უნდა დაითვალოთ:
    საერთოდ არ ვეთანხმები - 1 ქულა
    ნაწილობრივ ვეთანხმები - 2 ქულა
    ალბათ ასეა - 3 ქულა
    დარწმუნებული ვარ, რომ ასეა - 4 ქულა


    1. მშობელმა შვილის ნებისმიერი პრობლემა წინასწარ უნდა გათვალოს, რათა დროულად შეძლოს მათი აღმოფხვრა.
    2. კარგი დედობისთვის მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრებთან ურთიერთობაც საკმარისია.
    3. ბანაობისას პატარა ბავშვი მაგრად უნდა გვეჭიროს, რათა შემთხვევით არ დაეცეს და არ დაშავდეს.
    4. როდესაც ბავშვი თავის მოვალეობას არულებს, ეს ნიშნავს, რომ სწორ გზაზე დგას და ამითიც ბედნიერია.
    5. ბავშვისთვის სპორტი კარგია, მაგრამ სპორტული ორთაბრძოლები სასურველი არ გახლავთ, რადგან ფიზიკური დაშავებისა და ფსიქოლოგიური ტრავმის დიდი რისკია.
    6. ბავშვის აღზრდა დიდი ტვირთია.
    7. ბავშვს მშობლისგან საიდუმლო არ უნდა ჰქონდეს.
    8. თუ დედა შვილების მიმართ არსებულ მოვალეობებს ვერ ასრულებს, ეს ნიშნავს, რომ მამა ცუდად ახერხებს ოჯახის შენახვას.
    9. დედობრივი სიყვარული გადაჭარბებული არასდროს არაა. ამით შვილის დამოკიდებულებას ვერ გააფუჭებ.
    10. მშობელი ვალდებულია შვილი ცხოვრების ნეგატიური მხარეებისგან დაიცვას.
    11. ჯობს, ბავშვი საოჯახო საქმეებს ჩამოვაშოროთ, რათა ზოგადად შრომის მიმართ ინტერესი არ დაკარგოს.
    12. თუ ოჯახს (სახლს, ქმარს, შვილებს) ქალი არ უძღვება, მაშინ ყველაფერი არაორგანიზებულად ვითარდება.
    13. ოჯახის საკვები რაციონის საუკეთესო ნაწილი ბავშვისაა.
    14. ინფექციებისგან საუკეთესო თავდაცვა გარესამყაროსთან კონტაქტის მინიმალიზებაა.
    15. მშობელი აქტიურად უნდა ერეოდეს შვილის მიერ მეგობრების არჩევის პროცესში.


    თუ 40 ქულაზე მეტი დააგროვეთ: თქვენს ოჯახში ბავშვის ინტერესები უმთავრესია. სწორედ მისი სურვილები განსაზღვრავს თქვენს ქმედებებს, რაც ერთი შეხედვით, კარგია, მაგრამ გადაჭარბებული არაფერი ვარგა. თქვენნაირ ოჯახებში მშობლები (ბებია-ბაბუები) მხოლოდ ბავშვზე არიან ორიენტირებული, იცავენ გარესამყაროს გავლენისგან, მის გამო გამუდმებით ეშინიათ, ნერვიულობენ. ბავშისთვის კი ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ მხოლოდ თქვენ მიერ დადგენილი წესებით ცხოვრობს, რაც მშობელზე (მზრუნველზე) ზედმეტად დამოკიდებულ პიროვნებად აყალიბებს. ასეთ ადამიანებს უჭირთ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, რაც ასაკის მატების პარალელურად სულ უფრო მკაფიო და ნეგატიური გავლენის წყარო ხდება. ამრიგად კარგი იქნება, თუ შვილს თავისუფლებას მიანიჭებთ, გაითვალისწინებთ მის აზრს, გადაწყვეტილებებს კი ნდობით მოეკიდებით.


    თუ 25-40 ქულა დააგროვეთ: ოქროს შუალედს მიაღწიეთ, რაც ყველაზე მეტად ალბათ თქვენს შვილს ახარებს. მას არ ელის ერთფეროვნად ნეგატიური მომავალი, არ იქნება გაზულუქებული, ზარმაცი და უპასუხისმგებლო. მისდამი თქვენი მზრუნველობა გაწონასწორებულია და კარგი იქნება, თუ ამ ბალანსს ბოლომდე შეინარჩუნებთ.


    თუ 25 ქულაზე ნაკლები დააგროვეთ: შეიძლება ითქვას, რომ თქვენი შვილი სრულიად მარტო, დამოუკიდებლად, თავის ნებაზე იზრდება. ბედნიერი უნდა იყოთ, თუ მის ცხოვრებაში აქამდე ნეგატიური არაფერი მომხდარა. შვილის აღზრდის მიმართ ასეთი გულგრილი დამოკიდებულება ან პირად ცხოვრებაში პრობლემებითაა გამოწვეული ან ზედმეტად დატვირთული სამუშაო გრაფიკით, ამიტომ, კარგი იქნება, თუ ჯერ ამ მიმართულებით შეცვლით რამეს, შემდეგ კი დაინტერესდებით - როგორ არის თქვენი შვილი. უბრალოდ დაელაპარაკეთ, ჰკითხეთ, რამე ხომ არ აწუხებს. მისთვის ასეთი საუბრებიც კი რაღაცას ნიშნავს.




    Share        


    სხვა საინტერესო ამბები
    ვისწავლოთ მათემატიკა მარტივად
    ვსწავლობთ ცურვას ( ვიდეოგაკვეთილი)
    როგორ ვებრძოლოთ ბილწსიტყვაობას
    ოთხფეხა მეგობრები
    რამდენად კარგი აღმზრდელი ხართ
    7 მიზეზი იმისა, თუ რატომ არის კარგი სკოლაში დაბრუნება
    დამთავრდა ზამთრის არდადეგები და დაიწყო სწავლა...
    მოვემზადოთ გამოცდებისთვის
    გამოცდა ჩვენი ცხოვრების თანმდევი მოვლენაა. ის...
    ვისწავლოთ მათემატიკა მარტივად
    მათემატიკა არის ზუსტი მეცნიერება, რომელიც ტექ...
    როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა
    კითხვა, როგორც პროცესი, განმარტოებასთან ასოცი...
    წარმატებული მასწავლებელი
    თუ თქვენ კითხავთ რომელიმე წარმატებულ მოსწავლე...
    თუ ბავშვი ამბობს, რომ..
    ოდესმე დაგისვამთ კითხვა "რატომ?"რატომ იქცევია...
    საშინაო დავალება
    ნებისმიერი ბავშვი უფრო წარმატებულია, თუ მისი ...
    განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები
    განა ყველა ბავშვი განსაკუთრებული არ არის?! - ...
    მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია ბავშვებს ნარკოტიკების შესახებ
    ნებისმიერი მშობელი ცდილობს დაიცვას შვილი სხვა...
    როგორ ვებრძოლოთ სტრესს
    ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის მომენტი, როცა...
    5 რჩევა მშობლებს: როგორ მოვიქცეთ თუ მოზარდი განიცდის თანატოლებისგან ზეწოლას
    იცით, თუ არა საჯარო სკოლების 25 % დაუფარავად ...
    როგორ შევაყვაროთ სკოლა
    ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მოსწავლეს სკოლა არ უყვ...
    როგორია დედისა და მამის შვილისადმი დამოკიდებულების საფუძველი
    მიუხედავად იმისა, რომ დედაც და მამაც შვილისთვ...
    როგორ ზრდიან ბავშვებს გერმანიაში
    Skolebi.com-ის საინტერესო ამბების განყოფილება...
    ლურჯი თხის წელიწადი
    ვისაც სახლში ბავშვები გყავთ, ახალი წლის დადგო...
    ტოლერანტობის პირველი გაკვეთილები
    ტოლერანტობის განცდა ბავშვებს იმ წამიდან უნდა ...
    ბავშვის შიშები
    შიში ბუნებრივი მოვლენაა, ზოგი მშობელი კი შვილ...
    ადაპტაცია ახალ სკოლაში
    მშობლების სამსახურის, უკეთესი პირობების ან სხ...
    როგორ მოვარჯულოთ ჰიპერაქტიური ბავშვი
    ხშირად გაიგონებთ, როგორ ამბობენ, რომ ბავშვი ც...
    ფერადი ბავშვები #2
    იისფერიფანტაზია, ინტუიცია, რბილი ხასიათი, ადვ...
    ფერადი ბავშვები #1
    ყველა ადამიანს აქვს საყვარელი ფერი. აქვთ ბავშ...
    ვაჟიშვილის აღზრდა მამის გარეშე
    სამწუხაროდ, ასეც ხდება - ზოგ დედას შვილების ა...
    გცალიათ თუ არა შვილისთვის
    თანამედროვე ცხოვრების წესიდან გამომდინარე ზოგ...
    თავიდან ავიცილოთ უბედური შემთხვევები
    ეს ყველა ოჯახში შეიძლება მოხდეს - სამწუხაროდ,...
    თუ მეცადინეობა პრობლემად იქცა
    სასწავლო წელი უკვე დაიწყო, რაც პირველ სასკოლო...
    აღზრდის ოთხი სტილი
    სპეციალისტები დიდი ხნის წინ შეთანხმდნენ, რომ ...
    გავიგოთ, რა ხდება სკოლაში
    როდესაც ბავშვი სკოლაში მიდის, მის ცხოვრებაში ...
    აღზრდის იაპონური ტრადიცია
    იაპონიაში ბავშის აღზრდის ტრადიციას იკუძი ჰქვი...
    თუ ბავშვს მშობლების ლოგინში სძინავს
    ბავშვს, მით უფრო, ჩვილს მშობლებთან, უფრო კი დ...
    ხართ თუ არა მზად სკოლისთვის?
    თქვენი პატარა უკვე 6 წლისაა და სექტემბრისთვის...
    shaliko