მოგვწერეთ, ან დაგვირეკეთ : +995 32 2 37 93 02


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
დასახელება
იურიდიული დასახელება
დირექტორის სახელი და გვარი
მისამართი
ტელეფონის ნომერი
E-Mail
  • სკოლები
  • კერძო მასწავლებლები
  • სასკოლო ოლიმპიადები
  • საზაფხულო სკოლა/ბანაკი
  • სწავლება საზღვარგარეთ
  • მოსამზადებელი ცენტრები
  • საბაკალავრო პროგრამები
  • სამაგისტრო პროგრამები
  • სტუდიები
  • სპორტული წრეები
  • გასართობი ცენტრები
  • პროფესიული პროგრამები
  • ავტოსკოლები
  • საბავშვო ბაღები
  • Banner 1000 x 100
    სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა - მესამე ტურის პირველი ეტაპის საბოლოო შედეგები
    გთავაზობთ სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    გეოგრაფიის ტესტის აპრობაცია - მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურება
    6 მაისს, თბილისის N 166-ე საჯარო სკოლაში (წერეთლის
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრირების პილოტირებისათვის შექმნილი გზამკვლევები განიხილეს
    განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში,
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა
    ხდომის თარიღი: 2017 წლის 10 მაისი, 14:00 საათი
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    სემინარზე მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ რეგისტრაცია გამოცხადდა
    სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შ
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    ტრენინგ - მოდულზე სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მართვა, შეფასება რეგისტრაცია ცხადდება
    მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენ
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    ყურადღება - 2017 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები - (მე-12 კლასი) განრიგი
    გთავაზობთ 2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვე
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    ერთი დღე პროფესიაში - მოსწავლე მასწავლებელი
    მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და მოსწავლე
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    მიღწევები წარმატებული პროექტის ფარგლებში
    საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პრ
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    გეოგრაფიის ტესტის აპრობაცია აბიტურიენტებისათვის
    გეოგრაფიის ტესტის აპრობაცია ჩატარდება 5, 6 და 7 მა
    04/21/2017
    კითხვის გაგრძელება
    ინფორმაცია 2017 წლის გაზაფხულზე ორგანიზებული პროფესიული ტესტირების შესახებ
    პროფესიული ტესტირება 23 აპრილს მთელი საქართველოს მ
    04/20/2017
    კითხვის გაგრძელება
    პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომის გადადების შესახებ
    გაცნობებთ, რომ 2017 წლის 21 აპრილს ჩანიშნული პროფე
    04/20/2017
    კითხვის გაგრძელება
    უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!
    გაცნობებთ, რომ დამტკიცდა უმაღლესი განათლების დარგო
    04/20/2017
    კითხვის გაგრძელება
    უკან დაბრუნება

    როდის ცდებიან მშობლები. #2

    01/20/2014
    როდის ცდებიან მშობლები. #2
    ყველა მშობელს აღზრდის საკუთარი მეთოდი გააჩნია. მართალია, ზოგჯერ ყველაზე თავდაჯერებული მშობლებიც ითვალისწინებენ სხვის (მაგალითად, ფსიქოლოგების) რჩევებს, მაგრამ უმეტესად საკუთარ ოჯახში მიღებულ და აპრობირებულ პრაქტიკას ეყრდნობიან. ასეთ მშობლებს განსაკუთრებით უჭირთ შვილების აღზრდისას დაშვებული შეცდომების აღიარება, რაც, პირველ რიგში, სწორედ შვილებს ვნებს. ასეთი შეცდომები საკმაოდ ბევრია, ქვემოთ კი ყველაზე გავრცელებულ ათ შემთხვევას გთავაზობთ.


    (პირველი ნაწილი იხილეთ საინტერესო ამბების განყოფილებაში - როდის ცდებიან მშობლები. #1)





    მეექვსე შეცდომა - ფულთან დამოკიდებულება


    მშობლის პოზიცია: ფინანსურად არც ისე ძლიერი ოჯახი მყავს, ამიტომ თავს შვილის განებივრების უფლებას ვერ მივცემ, ბევრ რამეზე უარს ვეუბნები, მუდამ გამონაცვალი აცვია. ვფიქრობ, უფრო მეტი ფული რომ გვქონდეს, უკეთესი მშობელი ვიქნებოდი.


    ფსიქოლოგის რჩევა: ბანალურია გამონათქვამი, რომ სიყვარულს ფულით ვერ იყიდი, მაგრამ ფაქტია. ნუ დაისჯით თავს იმის გამო, რომ შვილისთვის ყველა სურვილის ასრულებას ვერ ახერხებთ. ძვირფასი საჩუქრები შეგიძლიათ მასთან ერთად გატარებული დროით, საერთო გართობით, სითბოსა და სიყვარულის გაზიარებით ჩაანაცვლოთ. შვილს, პირველ რიგში, თქვენ უყვარხართ და მერე სხვა დანარჩენი, მით უფრო თქვენი საფულე. ამრიგად მცირე შემოსავლის გამო თავს ნუ დაისჯით - ასეთი მშობელი არც ერთ შვილს არ უნდა.


    მეშვიდე შეცდომა - გრანდიოზული გეგმები

    მშობლის პოზიცია: ბავშვობაში ბალერინობაზე (ექიმობაზე, კოსმონავტობაზე, პიანისტობაზე, ფეხბურთელობაზე) ვოცნებობდი, მაგრამ ვერ შევძელი. საბედნიეროდ, მაქვს შანსი ჩემი ოცნება ნაწილობრივ მაინც ავისრულო და შვილს საუკეთესო განათლება მივცე. შეიძლება, ეს პროფესია სულაც არ აინტერესებს, მაგრამ დროთა განმავლობაში მიხვდება, რომ მისთვის საუკეთესო მინდა.


    ფსიქოლოგის რჩევა: შვილები ყოველთვის არ იზიარებენ მშობლის სურვილებს, უბრალოდ სხვა ინტერესები გააჩნიათ, ამიტომ ძალით მუსიკაზე ტარება მათი უფლებების შელახვის ტოლფასია. ვიდრე ბავშვი პატარაა, მისი დამორჩილება კიდევ შესაძლებელია, მაგრამ მოზარდი ამგვარ დამოკიდებულებას გაცილებით მძაფრად განიცდის და მშობლის გავლენისგან თავის დახსნის სურვილი უჩნდება, რაც შეიძლება პროტესტის მიუღებელ ფორმაშიც გამოიხატოს (სახლიდან გაქცევა, ნარკოტიკი, ჩხუბი, ალკოჰოლის მიღება და სხვა). ამრიგად ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილი, პირველ რიგში, ინდივიადუალური პიროვნებაა, რომელსაც საკუთარი ინტერესები და სურვილები გააჩნია.


    მერვე შეცდომა - სითბოს სიმცირე

    მშობლის პოზიცია: შვილებმა ისედაც იციან, რომ მიყვარს, ამიტომ რა საჭიროა ზედმეტი ალერსისა და სითბოს გამოჩენა.


    ფსიქოლოგის რჩევა: ელემენტარული სითბოს დემონსტრირება ბავშვს კიდევ უფრო უმყარებს აზრს, რომ მშობლებს ის ძალიან უყვართ, რაც სიმშვიდესა და თავდაჯერებას ჰმატებს. ზოგი ბავშვი ძალიან ალერსიანია, უყვარს მშობლებთან და და-ძმასთან ჩახუტება, კოცნა - თქვენც იმავეთი უპასუხეთ, მაგრამ ნურც ზედმეტი სიყვარულის თავს მოხვევას შეეცდებით. ზომიერება ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავით.


    მეცხრე შეცდომა - მშობლის ხასიათი

    მშობლის პოზიცია: სამსახურში უსიამოვნება მაქვს, რაც ჩემს ხასიათზე აისახება. ამის გამო ოჯახში მუდამ დაძაბული ვითარებაა, შვილსაც ვეჩხუბები, მაგრამ ეს არაფერია - როდესაც ყველაფერი მოგვარდება, კარგ საჩუქარს ვუყიდი და ისიც დამშვიდდება.


    ფსიქოლოგის რჩევა: თქვენი ხასიათის ცვლილება ყველაზე ნაკლებად სწორედ შვილზე უნდა აისახებოდეს. განვიხილოთ მაგალითი: კარგ ხასიათზე ყოფნისას შინ გვიან მოსვლის უფლებას აძლევთ, ხასიათის გაფუჭების შემდეგ კი გასვლას საერთოდ უკრძალავთ. ასეთ დროს ბავშვი იბნევა, ჰგონია, რომ თავად დააშავა რაღაც. თუ საკუთარი განწყობის კონტროლს ვერ ახერხებთ, მაშინ ჯობს, ბავშვს წინასწარ აუხსნათ, რომ თქვენი ხასიათის ცვლილებებისთვის მზად იყოს. ეს ოდნავ მაინც აგაცილებთ შვილთან გაუცხოებისა და ურთიერთობის გაფუჭების საშიშროებას.


    მეათე შეცდომა - დროის სიმცირე

    მშობლის პოზიცია: სამსახური იმდენ დროს მართმევს, რომ შვილთან ყოფნას პრაქტიკულად ვერ ვახერხებ. ვუვლი, ვუმზადებ საჭმელს, ვურეცხავ, სკოლისთვის/ბაღისთვის/უნივერსიტეტისთვის ვამზადებ, მაგრამ არ მაქვს დრო, რომ მასთან ერთად გავისეირნო, კინოში წავიყვანო, წავუკითხო და ა.შ.


    ფსიქოლოგის რჩევა: თქვენ მშობელი ხართ, თქვენი მთავარი სამსახური შვილის აღზრდაა, ამიტომ კვირაში ერთხელ ნახევარი საათი მაინც უნდა გამოძებნოთ, რათა მასთან ურთიერთობა შეძლოთ. ბავშვი, რომელსაც გამუდმებით ესმის, რომ უფროსებს მისთვის დრო არ აქვთ, სითბოსა და ყურადღების ძიებას სხვაგან იწყებს ან საკუთარ თავში იკეტება. სულ მცირე, დღეში ერთხელ მაინც რომ ჰკითხოთ, თუ როგორ გრძნობს თავს, საკმარისი იქნება. ნუ მოიკლებთ შვილებთან ურთიერთობის სიამოვნებას - ამას ვერც ერთ სამსახურში ვერ აგინაზღაურებენ.



    Share        


    სხვა საინტერესო ამბები
    იდეალური და მისი საპირისპირო მამები
    აბიტურიენტის წელი
    რამდენად ახერხებთ შვილის მოთხოვნებთან გამკლავებას
    როგორ შევაყვაროთ სკოლა
    დები და ძმები
    7 მიზეზი იმისა, თუ რატომ არის კარგი სკოლაში დაბრუნება
    დამთავრდა ზამთრის არდადეგები და დაიწყო სწავლა...
    მოვემზადოთ გამოცდებისთვის
    გამოცდა ჩვენი ცხოვრების თანმდევი მოვლენაა. ის...
    ვისწავლოთ მათემატიკა მარტივად
    მათემატიკა არის ზუსტი მეცნიერება, რომელიც ტექ...
    როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა
    კითხვა, როგორც პროცესი, განმარტოებასთან ასოცი...
    წარმატებული მასწავლებელი
    თუ თქვენ კითხავთ რომელიმე წარმატებულ მოსწავლე...
    თუ ბავშვი ამბობს, რომ..
    ოდესმე დაგისვამთ კითხვა "რატომ?"რატომ იქცევია...
    საშინაო დავალება
    ნებისმიერი ბავშვი უფრო წარმატებულია, თუ მისი ...
    განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები
    განა ყველა ბავშვი განსაკუთრებული არ არის?! - ...
    მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია ბავშვებს ნარკოტიკების შესახებ
    ნებისმიერი მშობელი ცდილობს დაიცვას შვილი სხვა...
    როგორ ვებრძოლოთ სტრესს
    ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის მომენტი, როცა...
    5 რჩევა მშობლებს: როგორ მოვიქცეთ თუ მოზარდი განიცდის თანატოლებისგან ზეწოლას
    იცით, თუ არა საჯარო სკოლების 25 % დაუფარავად ...
    როგორ შევაყვაროთ სკოლა
    ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მოსწავლეს სკოლა არ უყვ...
    როგორია დედისა და მამის შვილისადმი დამოკიდებულების საფუძველი
    მიუხედავად იმისა, რომ დედაც და მამაც შვილისთვ...
    როგორ ზრდიან ბავშვებს გერმანიაში
    Skolebi.com-ის საინტერესო ამბების განყოფილება...
    ლურჯი თხის წელიწადი
    ვისაც სახლში ბავშვები გყავთ, ახალი წლის დადგო...
    ტოლერანტობის პირველი გაკვეთილები
    ტოლერანტობის განცდა ბავშვებს იმ წამიდან უნდა ...
    ბავშვის შიშები
    შიში ბუნებრივი მოვლენაა, ზოგი მშობელი კი შვილ...
    ადაპტაცია ახალ სკოლაში
    მშობლების სამსახურის, უკეთესი პირობების ან სხ...
    როგორ მოვარჯულოთ ჰიპერაქტიური ბავშვი
    ხშირად გაიგონებთ, როგორ ამბობენ, რომ ბავშვი ც...
    ფერადი ბავშვები #2
    იისფერიფანტაზია, ინტუიცია, რბილი ხასიათი, ადვ...
    ფერადი ბავშვები #1
    ყველა ადამიანს აქვს საყვარელი ფერი. აქვთ ბავშ...
    ვაჟიშვილის აღზრდა მამის გარეშე
    სამწუხაროდ, ასეც ხდება - ზოგ დედას შვილების ა...
    გცალიათ თუ არა შვილისთვის
    თანამედროვე ცხოვრების წესიდან გამომდინარე ზოგ...
    თავიდან ავიცილოთ უბედური შემთხვევები
    ეს ყველა ოჯახში შეიძლება მოხდეს - სამწუხაროდ,...
    თუ მეცადინეობა პრობლემად იქცა
    სასწავლო წელი უკვე დაიწყო, რაც პირველ სასკოლო...
    აღზრდის ოთხი სტილი
    სპეციალისტები დიდი ხნის წინ შეთანხმდნენ, რომ ...
    გავიგოთ, რა ხდება სკოლაში
    როდესაც ბავშვი სკოლაში მიდის, მის ცხოვრებაში ...
    აღზრდის იაპონური ტრადიცია
    იაპონიაში ბავშის აღზრდის ტრადიციას იკუძი ჰქვი...
    თუ ბავშვს მშობლების ლოგინში სძინავს
    ბავშვს, მით უფრო, ჩვილს მშობლებთან, უფრო კი დ...
    ხართ თუ არა მზად სკოლისთვის?
    თქვენი პატარა უკვე 6 წლისაა და სექტემბრისთვის...
    shaliko