მოგვწერეთ, ან დაგვირეკეთ : +995 32 2 37 93 02


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
დასახელება
იურიდიული დასახელება
დირექტორის სახელი და გვარი
მისამართი
ტელეფონის ნომერი
E-Mail
  • სკოლები
  • კერძო მასწავლებლები
  • სასკოლო ოლიმპიადები
  • საზაფხულო სკოლა/ბანაკი
  • სწავლება საზღვარგარეთ
  • მოსამზადებელი ცენტრები
  • საბაკალავრო პროგრამები
  • სამაგისტრო პროგრამები
  • სტუდიები
  • სპორტული წრეები
  • გასართობი ცენტრები
  • პროფესიული პროგრამები
  • ავტოსკოლები
  • საბავშვო ბაღები
  • Banner 1000 x 100
    სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა - მესამე ტურის პირველი ეტაპის საბოლოო შედეგები
    გთავაზობთ სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    გეოგრაფიის ტესტის აპრობაცია - მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურება
    6 მაისს, თბილისის N 166-ე საჯარო სკოლაში (წერეთლის
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრირების პილოტირებისათვის შექმნილი გზამკვლევები განიხილეს
    განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში,
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა
    ხდომის თარიღი: 2017 წლის 10 მაისი, 14:00 საათი
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    სემინარზე მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ რეგისტრაცია გამოცხადდა
    სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შ
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    ტრენინგ - მოდულზე სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მართვა, შეფასება რეგისტრაცია ცხადდება
    მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენ
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    ყურადღება - 2017 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები - (მე-12 კლასი) განრიგი
    გთავაზობთ 2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვე
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    ერთი დღე პროფესიაში - მოსწავლე მასწავლებელი
    მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და მოსწავლე
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    მიღწევები წარმატებული პროექტის ფარგლებში
    საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პრ
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    გეოგრაფიის ტესტის აპრობაცია აბიტურიენტებისათვის
    გეოგრაფიის ტესტის აპრობაცია ჩატარდება 5, 6 და 7 მა
    04/21/2017
    კითხვის გაგრძელება
    ინფორმაცია 2017 წლის გაზაფხულზე ორგანიზებული პროფესიული ტესტირების შესახებ
    პროფესიული ტესტირება 23 აპრილს მთელი საქართველოს მ
    04/20/2017
    კითხვის გაგრძელება
    პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომის გადადების შესახებ
    გაცნობებთ, რომ 2017 წლის 21 აპრილს ჩანიშნული პროფე
    04/20/2017
    კითხვის გაგრძელება
    უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!
    გაცნობებთ, რომ დამტკიცდა უმაღლესი განათლების დარგო
    04/20/2017
    კითხვის გაგრძელება
    უკან დაბრუნება

    დატუქსვის მეთოდები და მათი თავიდან აცილება

    02/04/2014
    დატუქსვის მეთოდები და მათი თავიდან აცილება
    ამას ვერსად გავექცევით - ზოგჯერ შვილების დატუქსვა გვიწევს, რადგან არ არსებობს ბავშვი, რომელიც დღის განმავლობაში ერთხელ მაინც არ დააშავებს რამეს, თუნდაც უნებლიედ, თამაშში გართული ან უბრალოდ სკოლიდან ცუდ ნიშანს მოიტანს. შვილის აღზრდის მეთოდი ყველა მშობელს განსხვავებული აქვს, თუმცა ყველა მეთოდი მისაღები როდია. ქვემოთ წაიკითხავთ, თუ როგორი დატუქსვის მეთოდებს არ იწონებენ ბავშვთა ფსიქოლოგები და როგორ შეიძლება ავიცილოთ დატუქსვის მიზეზები.


    1. მზერითი კონტაქტი. პატარა ბავშვის ტვინს ერთდროულად რამდენიმე დეტალზე კონცენტრირება არ შეუძლია, ამიტომ ნუ გაუბრაზდებით თუ თამაშში გართული თქვენს დარიგებებს \"ყურს არ უგდებს\" - ის უბრალოდ თამაშზეა გადართული. მისთვის მთავარი საქმე სწორედ გართობაა, დედის ჩხუბი კი მხოლოდ უმნიშვნელო ფონია.

    გამოსავალი: ვიდრე საუბარს დაიწყებთ, ბავშვის ყურადღება თამაშიდან თქვენზე გადმორთეთ. ჩაიმუხლეთ, თვალებში ჩახედეთ, შეგიძლიათ მხარზე ან ხელზე შეეხოთ, სთხოვეთ, რომ მოგისმინოთ, რის დროსაც აუცილებლად მიმართეთ სახელით - ეს თქვენზე უფრო ადვილად \"გადმორთავს\". თუ ბავშვი 4 წელზე ნაკლებისაა, სთხოვეთ, თქვენი სიტყვები გაიმეოროს, რაღა ნათქვამი უკეთ აღიქვას.


    2. ერთდროულად რამდენიმე მითითება. \"ფეხზე გაიხადე, ხელები დაიბანე და მაგიდას მიუჯექი\" - თითქოს მარტივი დავალებაა, მაგრამ მხოლოდ ზრდასრული ადამიანებისთვის, 3-4 წლის პატარებისთვის კი მათემატიკური განტოლებასავითაა. თხოვნებით დაბნეული საბოლოოდ ვერც ერთს ვერ ასრულებს, რის გამოც თქვენს რისხვას იმსახურებს.

    გამოსავალი: განტოლება მარტივ სეგმენტებად დაყავით. ჯერ ფეხზე გახდა სთხოვეთ, როდესაც დავალებას შეასრულებს, შემდეგ აბაზანაში გაისტუმრეთ და ასე შემდეგ.


    3. ირიბი შენიშვნები. \"დიდხანს აპირებ ტალახში ჯდომას?\", \"მოგწონს წებოვანი ხელებით ყოფნა?\" - ბავშვები სტრიქონებს შორის ვერ კითხულობენ, უბრალოდ ვერ ხვდებიან, რომ ეს შენიშვნაა და რომ კითხვაში მათი დატუქსვის მოტივაციაა ჩადებული.

    გამოსავალი: უბრალოდ უთხარით, რომ დროა, ტალახს მოშორდენ ან ხელები დაიბანოს. ბავშვების ლექსიკური მარაგი მცირეა, ამიტომ ნათქვამის აღსაქმელად მათ მარტივი და მკაფიოდ ჩამოყალიბებული ფრაზები ესაჭიროებათ.


    4. უხვი ლექსიკა. როდესაც ბავშვი რამეს აშავებს, მშობლები გრძელი, დამრიგებლური ტექსტით მიმართავენ და ბევრი მაგალითი მოჰყავთ იმისთვის ხაზის გასასმელად თუ რა შეიძლება მოჰყვეს მათ ცელქობას. გრძელი ნოტაციები გამოსავალი არაა, რადგან ბავშვი სიტყვების ლაბირინთში იკარგება და დატუქსვის ზუსტ მიზეზს ვერ იგებს.

    გამოსავალი: თქვენი ტექსტი უნდა იყოს მოკლე და მკაფიო, მით უფრო, ის არ უნდა შეიცავდეს ადრინდელი დანაშაულის გახსენებას. ბავშვი დატუქსეთ მიმდინარე დროს დაშვებული შეცდომისთვის და არა ერთი კვირის წინ ჭიქის გატეხვის გამოც. უბრალოდ, უთხარით, რომ სავარძელზე ხტუნვა სახიფათოა. მოკლე \"ბრძანება\" ყოველთვის უფრო დამაჯერებლად ჟღერს.


    5. წამიერი შედეგის მოლოდინი. ნუ გაქვთ ილუზია, რომ ყველაფერი ერთი ჯერზე გამოსწორდება. ბავშვს რამდენჯერმე სჭირდება შეხსენება, რათა შეცდომა კარგად გაიაზროს და მისი ნეგატიური მხარეც გააცნობიეროს. 6-7 წლის ასაკიდან ბავშვი შენიშვნების მიმართ უფრო მიმღები ხდება, მანამდე კი ტყუილად გექნებათ ილუზია, რომ თვალების ერთი დაბრიალებით ყველაფერს დაარეგულირებთ.

    გამოსავალი: დრო მიეცით. თუ ეზოდან არ მოგყვებათ, უბრალოდ უთხარით, რომ ხუთჯერ ჩამოსრიალების შემდეგ შინ უნდა წაიყვანოთ. ეს მას გარკვეულ პასუხისმგებლობას მიანიჭებს და დაანახებს კიდეც, რომ მის ინტერესებსაც ითვალისწინებთ, თუმცა მხოლოდ გარკვეული დოზით, რადგან მთავარი აქ სწორედ თქვენ ხართ.


    7. უარყოფის შემცველი თხოვნა. \"არ ჩახტე გუბეში\", \"ნუ აჯახუნებ კარს\" - ეს შენიშვნის არასწორი ფორმულირებაა. ბავშვის ცნობიერება უარყოფის აღმნიშვნელ ყველა სიტყვას ფილტრავს და ფრაზის მხოლოდ მისთვის მისაღებ ნაწილს ტოვებს.

    გამოსავალი: \"გუბეს გარშემო შემოუარე\", \"კარი ჩუმად დახურე\" - ძალიან მარტივია.


    8. დაუსრულებელი შენიშვნები. არიან მშობლები, რომლებიც შვილებს გამუდმებით აძლევენ შენიშვნას, მათ ყველა ნაბიჯს აკრიტიკებენ, მუდამ ფრთხილობენ. დროთა განმავლობაში ბავშვი ისე ეჩვევა ამ შენიშვნებს, რომ მშობლის ნათქვამს მხოლოდ ფონად აღიქვამს.

    გამოსავალი: ყველა ბავშვი ცელქია, სრულ წესრიგს ვერავის მოსთხოვ, ამიტომ გამუდმებით შენიშვნის მიცემა არაფრის მომცემია. თუ მისი საქციელი საფრთხეს შეიცავს, ერთხელ გააფრთხილეთ და ეს აკმარეთ - დანარჩენს თავად მიხვდება. ნუ იქნებით მომაბეზრებელი და ნუ აფიქრებინებთ, რომ შენიშვნები თქვენი ახირებაა. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ამას მხოლოდ მისი უსაფრთხოებისთვის აკეთებთ და არა იმიტომ, რომ როგორც მშობელს გევალებათ.



    Share        


    სხვა საინტერესო ამბები
    საახალწლო არდადეგები ბავშვებთან ერთად
    როდესაც ბავშვი უხეშობს და აგრესიულია
    როგორ მოვარჯულოთ ჰიპერაქტიური ბავშვი
    თავიდან ავიცილოთ უბედური შემთხვევები
    სააღდგომო სამზადისი
    7 მიზეზი იმისა, თუ რატომ არის კარგი სკოლაში დაბრუნება
    დამთავრდა ზამთრის არდადეგები და დაიწყო სწავლა...
    მოვემზადოთ გამოცდებისთვის
    გამოცდა ჩვენი ცხოვრების თანმდევი მოვლენაა. ის...
    ვისწავლოთ მათემატიკა მარტივად
    მათემატიკა არის ზუსტი მეცნიერება, რომელიც ტექ...
    როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა
    კითხვა, როგორც პროცესი, განმარტოებასთან ასოცი...
    წარმატებული მასწავლებელი
    თუ თქვენ კითხავთ რომელიმე წარმატებულ მოსწავლე...
    თუ ბავშვი ამბობს, რომ..
    ოდესმე დაგისვამთ კითხვა "რატომ?"რატომ იქცევია...
    საშინაო დავალება
    ნებისმიერი ბავშვი უფრო წარმატებულია, თუ მისი ...
    განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები
    განა ყველა ბავშვი განსაკუთრებული არ არის?! - ...
    მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია ბავშვებს ნარკოტიკების შესახებ
    ნებისმიერი მშობელი ცდილობს დაიცვას შვილი სხვა...
    როგორ ვებრძოლოთ სტრესს
    ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის მომენტი, როცა...
    5 რჩევა მშობლებს: როგორ მოვიქცეთ თუ მოზარდი განიცდის თანატოლებისგან ზეწოლას
    იცით, თუ არა საჯარო სკოლების 25 % დაუფარავად ...
    როგორ შევაყვაროთ სკოლა
    ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მოსწავლეს სკოლა არ უყვ...
    როგორია დედისა და მამის შვილისადმი დამოკიდებულების საფუძველი
    მიუხედავად იმისა, რომ დედაც და მამაც შვილისთვ...
    როგორ ზრდიან ბავშვებს გერმანიაში
    Skolebi.com-ის საინტერესო ამბების განყოფილება...
    ლურჯი თხის წელიწადი
    ვისაც სახლში ბავშვები გყავთ, ახალი წლის დადგო...
    ტოლერანტობის პირველი გაკვეთილები
    ტოლერანტობის განცდა ბავშვებს იმ წამიდან უნდა ...
    ბავშვის შიშები
    შიში ბუნებრივი მოვლენაა, ზოგი მშობელი კი შვილ...
    ადაპტაცია ახალ სკოლაში
    მშობლების სამსახურის, უკეთესი პირობების ან სხ...
    როგორ მოვარჯულოთ ჰიპერაქტიური ბავშვი
    ხშირად გაიგონებთ, როგორ ამბობენ, რომ ბავშვი ც...
    ფერადი ბავშვები #2
    იისფერიფანტაზია, ინტუიცია, რბილი ხასიათი, ადვ...
    ფერადი ბავშვები #1
    ყველა ადამიანს აქვს საყვარელი ფერი. აქვთ ბავშ...
    ვაჟიშვილის აღზრდა მამის გარეშე
    სამწუხაროდ, ასეც ხდება - ზოგ დედას შვილების ა...
    გცალიათ თუ არა შვილისთვის
    თანამედროვე ცხოვრების წესიდან გამომდინარე ზოგ...
    თავიდან ავიცილოთ უბედური შემთხვევები
    ეს ყველა ოჯახში შეიძლება მოხდეს - სამწუხაროდ,...
    თუ მეცადინეობა პრობლემად იქცა
    სასწავლო წელი უკვე დაიწყო, რაც პირველ სასკოლო...
    აღზრდის ოთხი სტილი
    სპეციალისტები დიდი ხნის წინ შეთანხმდნენ, რომ ...
    გავიგოთ, რა ხდება სკოლაში
    როდესაც ბავშვი სკოლაში მიდის, მის ცხოვრებაში ...
    აღზრდის იაპონური ტრადიცია
    იაპონიაში ბავშის აღზრდის ტრადიციას იკუძი ჰქვი...
    თუ ბავშვს მშობლების ლოგინში სძინავს
    ბავშვს, მით უფრო, ჩვილს მშობლებთან, უფრო კი დ...
    ხართ თუ არა მზად სკოლისთვის?
    თქვენი პატარა უკვე 6 წლისაა და სექტემბრისთვის...
    shaliko