მოგვწერეთ, ან დაგვირეკეთ : +995 32 2 37 93 02


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
დასახელება
იურიდიული დასახელება
დირექტორის სახელი და გვარი
მისამართი
ტელეფონის ნომერი
E-Mail
  • სკოლები
  • კერძო მასწავლებლები
  • სასკოლო ოლიმპიადები
  • საზაფხულო სკოლა/ბანაკი
  • სწავლება საზღვარგარეთ
  • მოსამზადებელი ცენტრები
  • საბაკალავრო პროგრამები
  • სამაგისტრო პროგრამები
  • სტუდიები
  • სპორტული წრეები
  • გასართობი ცენტრები
  • პროფესიული პროგრამები
  • ავტოსკოლები
  • საბავშვო ბაღები
  • Banner 1000 x 100
    სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა - მესამე ტურის პირველი ეტაპის საბოლოო შედეგები
    გთავაზობთ სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    გეოგრაფიის ტესტის აპრობაცია - მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურება
    6 მაისს, თბილისის N 166-ე საჯარო სკოლაში (წერეთლის
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრირების პილოტირებისათვის შექმნილი გზამკვლევები განიხილეს
    განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში,
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა
    ხდომის თარიღი: 2017 წლის 10 მაისი, 14:00 საათი
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    სემინარზე მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ რეგისტრაცია გამოცხადდა
    სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შ
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    ტრენინგ - მოდულზე სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მართვა, შეფასება რეგისტრაცია ცხადდება
    მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენ
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    ყურადღება - 2017 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები - (მე-12 კლასი) განრიგი
    გთავაზობთ 2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვე
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    ერთი დღე პროფესიაში - მოსწავლე მასწავლებელი
    მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და მოსწავლე
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    მიღწევები წარმატებული პროექტის ფარგლებში
    საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პრ
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    გეოგრაფიის ტესტის აპრობაცია აბიტურიენტებისათვის
    გეოგრაფიის ტესტის აპრობაცია ჩატარდება 5, 6 და 7 მა
    04/21/2017
    კითხვის გაგრძელება
    ინფორმაცია 2017 წლის გაზაფხულზე ორგანიზებული პროფესიული ტესტირების შესახებ
    პროფესიული ტესტირება 23 აპრილს მთელი საქართველოს მ
    04/20/2017
    კითხვის გაგრძელება
    პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომის გადადების შესახებ
    გაცნობებთ, რომ 2017 წლის 21 აპრილს ჩანიშნული პროფე
    04/20/2017
    კითხვის გაგრძელება
    უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!
    გაცნობებთ, რომ დამტკიცდა უმაღლესი განათლების დარგო
    04/20/2017
    კითხვის გაგრძელება
    უკან დაბრუნება

    რომელი ტიპის მშობელი ხართ

    02/11/2014
    რომელი ტიპის მშობელი ხართ


    საკუთარი მეთოდებისადმი ერთგულების მიუხედავად ალბათ ყველა მშობელი დაფიქრებულა, რამდენად კარგად ზრდის საკუთარ შვილს, ამართლებს თუ არა მის მიერ დადგენილი წესები, სიმკაცრე ან პირიქით - ზედმეტი ლმობიერება. ქვემოთ პოლონელი სპეციალისტების მიერ მომზადებულ ტესტს გთავაზობთ. ისინი მიიჩნევენ, რომ არსებობს დედის სამი ტიპი, ხოლო რომელს მიეკუთვნებით თქვენ, ამაში გასარკვევად მხოლოდ კითხვებზე სასურველი პასუხის გაცემა და ქულების დათვლა დაგჭირდებათ.


    1. 7 წლის გოგონა ტირილით ბრუნდება შინ და გატყობინებთ, რომ თანატოლებთან იჩხუბა, თავი მოაბეზრეს და სახლში გამოიქცა. როგორია თქვენი რეაქცია.

    ა) მასთან ერთად ჩადიხართ ეზოში, რათა გაარკვიოთ, პატარა ვინ გაგიბრაზათ და დამნაშავე გაკიცხოთ.
    ბ) ბავშვს ურჩევთ, ეზოში დაბრუნდეს და თავად მოაგვაროს ურთიერთობა.
    გ) ურჩევთ, შინ დარჩეს და აქ ითამაშოს.


    2. თვეების პატარა ხმამაღლა ტირის. არადა ნაჭამია, საფენიც გამოცვლილი აქვს და არც არაფერი სტკივა.

    ა) საწოვარათი ამშვიდებთ.
    ბ) ხელში იყვანთ და ალერსით ცდილობთ მის დამშვიდებას.
    გ) ელოდებით, როდის დაიღლება და გაჩუმდება.


    3. ბიჭუნამ პატარა დაიკოს თოჯინა გაუფუჭა. გოგონა ტირის, მოწყენილია, ძმას არ ელაპარაკება. თქვენ:

    ა) ბიჭუნას სთხოვთ/აიძულებთ დაიკოს მოუბოდიშოს და რომელიმე თავისი სათამაშო აჩუქოს.
    ბ) მასთან ერთად და გოგონას დასანახად ცდილობთ სათამაშოს შეკეთებას.
    გ) დასჯის მიზნით ბიჭს რომელიმე სათამაშოს ართმევთ, რასაც ასევე გოგონას დასანახად აკეთებთ.


    4. 10-12 წლის ბიჭუნამ თქვენი საფულედან ფული უკითხავად აიღო და მეგობრებთან ერთად დახარჯა.

    ა) პრობლემაში გასარკვევად ესაუბრებით, ჭკუას მშვიდად არიგებთ, ჯიბის ფულის მიცემას არ წყვეტთ.
    ბ) სიმშვიდეს ინარჩუნებთ, მაგრამ დახარჯული ფულის ანაზღაურებას მისი ჯიბის ფულიდან მოითხოვთ. ამით ასწავლით, რომ ჩადენილი დანაშაულისთვის ყოველთვის მოუწევს საფასურის გადახდა.
    გ) ეჩხუბებით და გარკვეული დროის განმავლობაში ჯიბის ფულის მიცემას წყვეტთ.


    5. მოზარდი გოგონა მეგობრის დაბადების დღიდან შინ ერთი საათის დაგვიანებით ბრუნდება.

    ა) ძალიან გაბრაზდით, ამიტომ გოგონას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მხოლოდ სკოლაში სიარულის უფლებას აძლევთ.
    ბ) მომხდარს შვილთან ერთად განიხილავთ, მის არგუმენტებსაც ითვალისწინებთ (\"გავერთე და ვერ შევნიშნე დრო როგორ გავიდა\"), ამიტომ შინ დაბრუნების დროს 10-ის ნაცვლად 11 საათს უწესებთ, მაგრამ იმ პირობით, რომ მეორედ აღარ დააგვიანებს.
    გ) ერთი საათით დაგვიანებას ტრაგედიად არ აღიქვამთ, რადგან კარგად გესმით, რომ 15-16 წლის მოზარდები პასუხისმგებლობის გრძნობით თავს დიდად არ იწუხებენ.


    6. 10-12 წლის ბავშვი ბოლო დროს ბევრ ცუდ ნიშანს იღებს. ამის შესახებ მასწავლებლისგან იგებთ, ის კი ძალიან განიცდის.

    ა) ბავშვს უბრაზდებით არა მხოლოდ ცუდად სწავლისთვის, არამედ იმიტომაც, რომ ამის შესახებ არაფერი გითხრათ. ამის გამო შინიდან გაუსვლელობითა და ბევრი მეცადინეობით სჯით.
    ბ) ბავშვს ამშვიდებთ, რადგან ხედავთ, რომ ის თქვენზე მეტად განიცდის. ასევე ხვდებით მასწავლებელს და ყველა პრობლემაში გარკვევას ცდილობთ.
    გ) ბავშვს ძალიან უბრაზდებით და ემუქრებით - თუ კარგად არ ისწავლის, ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევს.


    7. რამდენიმე თვის ბავშვი სათამაშოებს ძირს ყრის, შემდეგ კი გულამოსკვნილ ტირილს იწყებს. თქვენ:

    ა) ბავშვს ხელში იყვანთ და თავად ეთამაშებით.
    ბ) სათამაშოებს იატაკიდან იღებთ და კვლავ ბავშვის გარშემო ალაგებთ, რათა ისევ გადმოყაროს.
    გ) ბავშვის ტირილს ყურადღებას არ აქცევთ. ფიქრობთ, რომ დაიღლება და გაჩუმდება.


    8. 10 წლის ბავშვი ბოლო დროს ხშირად დგება თავისი ლოგინიდან და მშობლების საძინებელში ითხოვს დაწოლას.

    ა) გებრალებათ, მაგრამ არ იწვენთ და ჰპირდებით - თუ თავის ლოგინში დაბრუნდება, ხვალ ნაყინს უყიდით.
    ბ) მკაცრად სთხოვთ ლოგინში დაბრუნდეს, თუმცა ჰპიდებით, რომ შაბათ-კვირას ტელევიზორის დიდხანს ყურების უფლებას მისცემთ.
    გ) სასწრაფოდ თავის ლოგინში აბრუნებთ და გამეორების შემთხვევაში მკაცრად დასჯით ემუქრებით.


    9) ჭამის დროს ბავშვი ჭირვეულობს და აცხადებს, რომ კონკრეტულად ეს საჭმელი არ მოსწონს.

    ა) სხვა რამეს უმზადებთ.
    ბ) მაგიდიდან ადგომის უფლებას იმ პირობით აძლევთ, რომ ვახშმად იმავეს შეჭამს.
    გ) მკაცრად აფრთხილებთ, რომ ჭირვეულობის მოსმენა არ გსურთ და ვიდრე ბოლომდე არ შეჭამს, მაგიდიდან ადგომის უფლებას არ მისცემთ.


    10) 6 წლის გოგონა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცუდად იქცევა, დედის მიერ მიცემულ შენიშვნაზე კი უარესად რეაგირებს. თქვენ:

    ა) ფიქრობთ, რომ რეაგირება არაა საჭირო, რადგან გარშემომყოფებიც ფიქრობენ, რომ ბავშვს ყველაფრის უფლება აქვს.
    ბ) ცდილობთ, როგორმე გააჩუმოთ და დააწყნაროთ.
    გ) სახალხოდ უყვირით და ემუქრებით, რომ შინ უფრო უარესად დასჯით.


    თუ პასუხი მეტია: იმ დედების რიცხვს მიეკუთვნებით, ვისაც შვილისადმი ნდობის კოეფიციენტი დაბალი აქვთ. ხშირად ერევით მის საქმეში, ცდილობთ ყველაფერში დაეხმაროთ, ზოგჯერ ზედმეტად მზრუნველი ხართ, მისი გზიდან ყველანაირი დაბრკოლების მოსპობას ცდილობთ, გადაწყვეტილებებს მის ნაცვლად იღებთ, ათამამებთ. თქვენდამი სრულ ნდობას მოითხოვთ, მაგრამ თავად მისი ნაკლებად გჯერათ. ბავშვის სურვილები კარგად არ გაქვთ გაცნობიერებული, რაც თქვენს კომუნიკაციას ცალმხრივს ხდის.


    თუ პასუხი მეტია: ბავშვის კარგად გაგების მშობელთა კატეგორიას განეკუთვნებით. აძლევთ დასაშვები მასშტაბის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობის მოპოვების შესაძლებლობას. კარგად აცნობიერებთ, რომ ბავშვმა თავად უნდა შეიძინოს ცხოვრებისეული გამოცდილება, იცოდეს საკუთარი ქმედებების გააზრება და შეეძლოს შეცდომებზე პასუხისმგებლობა. არ ხართ მკაცრი, ამიტომ სადავეების ხელიდან გაშვების რისკის ჯგუფს განეკუთვნებით.


    თუ პასუხი მეტია: თქვენი აღზრდის სტილი არც ბავშვის ფსიქოლოიის ცოდნას მოითხოვს და არც მისი პიროვნების პატივისცემას. აღზრდის მეთოდიკაში ყველაზე მეტად სიმკაცრესა და დასჯას აფასებთ, არ ერიდებით ბავშვის დაშინებას, მისი სურვილების იგნორირებას. ეს კი მხოლოდ თქვენსა და შვილს შორის სრულ გაუცხოებას, უნდობლობას, უპატივცემულობას გამოიწვევს.




    Share        


    სხვა საინტერესო ამბები
    ტოტორო, მონონოკე და სულებით გატაცებული ჩიჰირო
    როგორია ბებია-ბაბუას როლი ბავშვის აღზრდაში
    სააღდგომო სამზადისი
    მომავლის პროფესიები
    ის, რასაც სკოლაში ვერ ასწავლიან
    7 მიზეზი იმისა, თუ რატომ არის კარგი სკოლაში დაბრუნება
    დამთავრდა ზამთრის არდადეგები და დაიწყო სწავლა...
    მოვემზადოთ გამოცდებისთვის
    გამოცდა ჩვენი ცხოვრების თანმდევი მოვლენაა. ის...
    ვისწავლოთ მათემატიკა მარტივად
    მათემატიკა არის ზუსტი მეცნიერება, რომელიც ტექ...
    როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა
    კითხვა, როგორც პროცესი, განმარტოებასთან ასოცი...
    წარმატებული მასწავლებელი
    თუ თქვენ კითხავთ რომელიმე წარმატებულ მოსწავლე...
    თუ ბავშვი ამბობს, რომ..
    ოდესმე დაგისვამთ კითხვა "რატომ?"რატომ იქცევია...
    საშინაო დავალება
    ნებისმიერი ბავშვი უფრო წარმატებულია, თუ მისი ...
    განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები
    განა ყველა ბავშვი განსაკუთრებული არ არის?! - ...
    მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია ბავშვებს ნარკოტიკების შესახებ
    ნებისმიერი მშობელი ცდილობს დაიცვას შვილი სხვა...
    როგორ ვებრძოლოთ სტრესს
    ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის მომენტი, როცა...
    5 რჩევა მშობლებს: როგორ მოვიქცეთ თუ მოზარდი განიცდის თანატოლებისგან ზეწოლას
    იცით, თუ არა საჯარო სკოლების 25 % დაუფარავად ...
    როგორ შევაყვაროთ სკოლა
    ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მოსწავლეს სკოლა არ უყვ...
    როგორია დედისა და მამის შვილისადმი დამოკიდებულების საფუძველი
    მიუხედავად იმისა, რომ დედაც და მამაც შვილისთვ...
    როგორ ზრდიან ბავშვებს გერმანიაში
    Skolebi.com-ის საინტერესო ამბების განყოფილება...
    ლურჯი თხის წელიწადი
    ვისაც სახლში ბავშვები გყავთ, ახალი წლის დადგო...
    ტოლერანტობის პირველი გაკვეთილები
    ტოლერანტობის განცდა ბავშვებს იმ წამიდან უნდა ...
    ბავშვის შიშები
    შიში ბუნებრივი მოვლენაა, ზოგი მშობელი კი შვილ...
    ადაპტაცია ახალ სკოლაში
    მშობლების სამსახურის, უკეთესი პირობების ან სხ...
    როგორ მოვარჯულოთ ჰიპერაქტიური ბავშვი
    ხშირად გაიგონებთ, როგორ ამბობენ, რომ ბავშვი ც...
    ფერადი ბავშვები #2
    იისფერიფანტაზია, ინტუიცია, რბილი ხასიათი, ადვ...
    ფერადი ბავშვები #1
    ყველა ადამიანს აქვს საყვარელი ფერი. აქვთ ბავშ...
    ვაჟიშვილის აღზრდა მამის გარეშე
    სამწუხაროდ, ასეც ხდება - ზოგ დედას შვილების ა...
    გცალიათ თუ არა შვილისთვის
    თანამედროვე ცხოვრების წესიდან გამომდინარე ზოგ...
    თავიდან ავიცილოთ უბედური შემთხვევები
    ეს ყველა ოჯახში შეიძლება მოხდეს - სამწუხაროდ,...
    თუ მეცადინეობა პრობლემად იქცა
    სასწავლო წელი უკვე დაიწყო, რაც პირველ სასკოლო...
    აღზრდის ოთხი სტილი
    სპეციალისტები დიდი ხნის წინ შეთანხმდნენ, რომ ...
    გავიგოთ, რა ხდება სკოლაში
    როდესაც ბავშვი სკოლაში მიდის, მის ცხოვრებაში ...
    აღზრდის იაპონური ტრადიცია
    იაპონიაში ბავშის აღზრდის ტრადიციას იკუძი ჰქვი...
    თუ ბავშვს მშობლების ლოგინში სძინავს
    ბავშვს, მით უფრო, ჩვილს მშობლებთან, უფრო კი დ...
    ხართ თუ არა მზად სკოლისთვის?
    თქვენი პატარა უკვე 6 წლისაა და სექტემბრისთვის...
    shaliko