მოგვწერეთ, ან დაგვირეკეთ : +995 32 2 37 93 02


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
დასახელება
იურიდიული დასახელება
დირექტორის სახელი და გვარი
მისამართი
ტელეფონის ნომერი
E-Mail
  • სკოლები
  • კერძო მასწავლებლები
  • სასკოლო ოლიმპიადები
  • საზაფხულო სკოლა/ბანაკი
  • სწავლება საზღვარგარეთ
  • მოსამზადებელი ცენტრები
  • საბაკალავრო პროგრამები
  • სამაგისტრო პროგრამები
  • სტუდიები
  • სპორტული წრეები
  • გასართობი ცენტრები
  • პროფესიული პროგრამები
  • ავტოსკოლები
  • საბავშვო ბაღები
  • Banner 1000 x 100
    სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა - მესამე ტურის პირველი ეტაპის საბოლოო შედეგები
    გთავაზობთ სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    გეოგრაფიის ტესტის აპრობაცია - მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურება
    6 მაისს, თბილისის N 166-ე საჯარო სკოლაში (წერეთლის
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრირების პილოტირებისათვის შექმნილი გზამკვლევები განიხილეს
    განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში,
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა
    ხდომის თარიღი: 2017 წლის 10 მაისი, 14:00 საათი
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    სემინარზე მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ რეგისტრაცია გამოცხადდა
    სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შ
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    ტრენინგ - მოდულზე სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მართვა, შეფასება რეგისტრაცია ცხადდება
    მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენ
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    ყურადღება - 2017 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები - (მე-12 კლასი) განრიგი
    გთავაზობთ 2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვე
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    ერთი დღე პროფესიაში - მოსწავლე მასწავლებელი
    მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და მოსწავლე
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    მიღწევები წარმატებული პროექტის ფარგლებში
    საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პრ
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    გეოგრაფიის ტესტის აპრობაცია აბიტურიენტებისათვის
    გეოგრაფიის ტესტის აპრობაცია ჩატარდება 5, 6 და 7 მა
    04/21/2017
    კითხვის გაგრძელება
    ინფორმაცია 2017 წლის გაზაფხულზე ორგანიზებული პროფესიული ტესტირების შესახებ
    პროფესიული ტესტირება 23 აპრილს მთელი საქართველოს მ
    04/20/2017
    კითხვის გაგრძელება
    პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომის გადადების შესახებ
    გაცნობებთ, რომ 2017 წლის 21 აპრილს ჩანიშნული პროფე
    04/20/2017
    კითხვის გაგრძელება
    უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!
    გაცნობებთ, რომ დამტკიცდა უმაღლესი განათლების დარგო
    04/20/2017
    კითხვის გაგრძელება
    უკან დაბრუნება

    მოზარდი სახლიდან გარბის

    02/24/2014
    მოზარდი სახლიდან გარბის
    ნებისმიერ ოჯახში შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც ბავშვი, ძირითადად კი მოზარდი, სახლიდან გარბის. ეს საქართველოშიც ხდება, ქვეყანაში, სადაც მშობლები ზრდასრულ შვილებზეც არ წყვეტენ მზრუნველობას. ამიტომ ნებისმიერ დროს მზად იყავით ამბოხისთვის, რაც შეიძლება სახლიდან გაქცევით დასრულდეს. ასეთი შემთხვევები ძირითადად ნაკლებად შეძლებულ ოჯახებში ხდება, როდესაც მოზარდი საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას (გართობა, კარგი ტანსაცმელი) იმ მიზეზით ვერ ახერხებს, რომ მშობლებს დაბალი შემოსავალი აქვთ. თუმცა ამისგან დაზღვეული არც შეძლებული, უზრუნველი და მოყვარული ოჯახია.


    როგორც გამოკვლევებითაა დადასტურებული, უზრუნველი ოჯახიდან ბავშვები ახალი თავგადასავლისა და შთაბეჭდილებებისთვის გარბიან. უბრალოდ ბეზრდებათ ერთფეროვნად უზრუნველი ცხოვრება, რომელშიც ყველა საათი გაწერილია. მათ სწორედ ადრენალინის შეგრძნების სურვილი უბიძგებს სახლის დატოვებისკენ, მზად არიან, ცუდ პირობებში იცხოვრონ, ოღონდ თავი დააღწიონ მუდმივ წესრიგს, ბოლომდე შეიგრძნონ ის სამყარო, რომელზეც მხოლოდ სმენიათ. ამავდროულად ვერც კი აცნობიერებენ იმ საფრთხეს, რაც შეიძლება ქუჩაში ელოდეთ, რადგან ქუჩას რიგიანად არ იცნობენ - მას მხოლოდ სახლის ან მანქანის ფანჯრიდან ხედავენ.


    სახლიდან გაქცევის ძირითადი ასაკი 12-17 წელია. ეს ის ასაკია, როდესაც მოზარდები ვერ აცნობიერებენ, რომ მათ საქციელს აუცილებლად მოჰყვება გარკვეული შედეგი. გაქცევამდე ამ პროცესს რომანტიკულად უყურებენ, ფიქრობენ, რომ სრულ დამოუკიდებლობას მიპოვებენ და საკუთარ ქმედებაში თავისუფლები იქნებიან. ჰგონიათ, რომ მშობლები სპეციალურად უხშობენ გარე სამყაროთან კონტაქტის საშუალებას, რადგან ის სამყარო მხოლოდ დიდებისთვისაა განკუთვნილი. თუმცა რეალურად ასეცაა...


    რა შეიძლება სახლიდან გაქცევის მიზეზი გახდეს? ასეთ დროს სპეციალისტები ორ ძირითად მიზეზს ასახელებენ: დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი წყენა (მამა ყოველ საღამოს ნასვამი ბრუნდება და ოჯახს აწიოკებს, დედა ძალიან მკაცრია და არასდროს აძლევს მეგობრებთან გართობის უფლებას, სახლში საკუთარი კუთხე არ აქვს, უფროსი ძმა თავის ოჯახთან ერთად მშობლებთან ცხოვრობს და ბავშვები გამუდმებით ხმაურობენ) და წამიერი აფეთქება. ნებისმიერ შემთხვევაში, სახლიდან გაქცევის ბიძგს მშობლებთან კონფლიქტი იძლევა.


    სახლიდან გაქცევის პირველი იმპულსი შურისძიების სურვილია. მოზარდი ფიქრობს, რომ ამით მშობლებს სამაგიეროს უხდის, დანაშაულს აგრძნობინებს, რათა მეორედ მსგავსი აღარ აკადრონ. კარგად იცის, რომ მშობლები ნებისმიერ შემთხვევაში დაიწყებენ მის ძებნას, ამიტომ ცდილობს, რაც შეიძლება კარგად არიოს კვალი, წავიდეს შორს, უცხო ადგილას, ურთიერთობა იქონიოს უცხო ადამიანებთან. ვინც გაქცევას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავს, მას გადაკარგვა უკეთ გამოსდის. გაქცევამდე ის აგროვებს ფულს, თბილ ტანსაცმელს, წინასწარ გეგმავს სად და როგორ უნდა დაიმალოს და სხვა. წამიერი კონფლიქტისას გაქცეული მოზარდი კი საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდება, ამიტომ თავშესაფარს, როგორც წესი, ახლობლებთან ეძებს.


    ნებისმიერ შემთხვევაში, შვილის სახლიდან გაქცევა მშობლისთვის მოულოდნელი დარტყმაა. არც ერთი მათგანი ამისთვის მზად არაა, რადგან ყველა მშობელი ფიქრობს, რომ კარგი აღმზრდელია, შვილს არაფერს აკლებს. სწორედ ამიტომაა, რომ მათი პირველი რეაქცია შიშთან და სასოწარკვეთასთან ერთად სიბრაზესაც მოიცავს.


    ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია თავის ხელში აყვანა და შვილის მოსაძებნად ყველა ზომის გატარება. რაც უფრო მალე დაიწყებთ მის ძებნას, მით უფრო ადრე იპოვნით, რადგან შორს წასვლას ვერ მოასწრებს. ასევე ვერ მოასწრებს გამოუსწორებელი შეცდომის ჩადენასაც, რაც მაქსიმალური აფექტისას სრულიად მოსალოდნელია. ნუ დაჯდებით შინ და თავს მსხვერპლის როლში ნუ წარმოიდგენთ, ნუ იფიქრებთ, რომ მოშივდება და მობრუნდება. მოზარდები ძალიან ჯიუტები არიან, მათი გატეხვა არც ისე იოლია. სწორედ ამიტომაა საჭირო მყისიერი რეაგირება.


    პირველი, რასაც მოზარდის სახლიდან გაქცევისთანავე ვაკეთებთ:
    მაშინვე შეამოწმეთ მისი ოთახი. თუ წაღებული აქვს თბილი ტანსაცმელი, სამგზავრო ჩანთა, ჯიბის ფულის მთელი მარაგი და საბუთები, ესე იგი საქმე დიდი ხნის წინ დაგეგმილ გაქცევასთან გვაქვს. შესაბამისად, მისი ძებნის არეალი უნდა გააფართოვოთ. არ დაგავიწყდეთ აეროპორტი, რკინიგზის სადგური, ავტოსადგური და სხვა.
    შეეცადეთ, გაიხსენოთ ყველაფერი, რაც ბოლო დროს მისგან გსმენიათ. იქნებ ტელეფონზე საუბრისას რომელიმე გეოგრაფულ ადგილს ასახელებდა, მეგობარს ახსენებდა და სხვა.
    დაუკავშირდით ყველა ნაცნობს, მის მეგობრებს. აჯობებს, თუ შვილის მეგობრების მშობლებსაც დაელაპარაკებით, რადგან ისინი არ დაგიმალავენ იმ ინფორმაციას, რაც შეიძლება მეგობარმა დამალოს.
    ძებნის პროცესში აუცილებლად ჩართეთ პატრული. მიეცით ფოტომასალა, სრული აღწერილობა, დაუსახელეთ ყველა ის ადგილი, სადაც შეიძლება იმალებოდეს.
    თუ ძიების პროცესი ორ დღეს მაინც გადასცდა, აუცილებლად გამოიყენეთ ქუჩის განცხადებები, სოციალური ქსელები და ასე შემდეგ.


    არ დაგავიწყდეთ, რომ შინ დაბრუნება პრობლემების პირისპირ დარჩენილ ბავშვსაც უნდა, მაგრამ სიამაყე პირველი ნაბიჯის გადმოდგმის უფლებას არ აძლევს. ამიტომ თქვენი ძალისხმევა მაქსიმალური უნდა იყოს, რათა მან ეს დაინახოს და დააფასოს. შეგიძლიათ მისი გამარჯვებაც კი აღიაროთ, დაე, იგრძნოს, რომ მისმა საქციელმა შედეგი გამოიღო, რადგან ახლა ყველაზე მთავარი სწორედ მისი დაბრუნებაა.


    მოზარდის სახლიდან გაქცევა მთელ ოჯახზე აისახება. კვალი მაშინაც შესამჩნევია, როდესაც ყველაფერი კარგად სრულდება და ოჯახი კვლავ ერთიანდება. გახსოვდეთ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ყველაფერი ადრინდელივით ვერ იქნება, რადგან თხელ ყინულზე ფეხი ერთხელ უკვე შედგით. გამუდმებით გექნებათ უნდობლობის შეგრძნება, რასაც დრო და დრო სიბრაზეც ჩანააცვლებს და სწორედ ასეთ დროს გმართებთ ყველაზე გონივრულად მოქცევა - შვილი დაგიბრუნდათ, ახლა კი უნდა შეინარჩუნოთ.


    ასეთ დროს ფსიქოლოგის დახმარება საუკეთესო ვარიანტია, მისი სეანსები თქვენთვისას აუცილებელია, რათა შვილთან კომუნიკაცია შეძლოთ და მორიგი კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. ნუ შეეცდებით მაშინვე მის საუკეთესო მეგობრად ქცევას - სიყალბეს ადვილად მიხვდება. შეეცადეთ, მის სამყაროში ნელ-ნელა დაიმკვიდროთ ადგილი, მაგრამ ეს ადგილიც კონკრეტული უნდა იყოს, მისი ცხოვრების კონტროლის მიზნით არეალის გაფართოვებას ნუ შეეცდებით.


    უბრალოდ, გახსოვდეთ, რომ 12 წლის ბავშვიც და 17 წლის მოზარდიც პიროვნებაა. შეიძლება საუკეთესო მეგობრებად ვერ იქცეთ, მაგრამ მისი მთავარი გულშემატკივარი უნდა იყოთ. ბოლოს და ბოლოს ერთ ჭერქვეშ ცხოვრობთ, მშვიდობიანი თანაცხოვრება კი ურთიერთგაგებასა და პატივისცემას მოითხოვს. ადრე თუ გვიან ისინი მაინც დატოვებენ მშობლიურ სახლს, ამიტომ ერთად ყოფნის წლები საუკეთესოდ გამოიყენეთ.



    Share        


    სხვა საინტერესო ამბები
    პროფესიის არჩევა
    განსაზღვრეთ თქვენი შვილის ტემპერამენტი. #2
    აბიტურიენტის წელი
    ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებული ტრადიციები
    ERUDITOR.GE - პირველი ონლაინ სასკოლო ოლიმპიადა
    7 მიზეზი იმისა, თუ რატომ არის კარგი სკოლაში დაბრუნება
    დამთავრდა ზამთრის არდადეგები და დაიწყო სწავლა...
    მოვემზადოთ გამოცდებისთვის
    გამოცდა ჩვენი ცხოვრების თანმდევი მოვლენაა. ის...
    ვისწავლოთ მათემატიკა მარტივად
    მათემატიკა არის ზუსტი მეცნიერება, რომელიც ტექ...
    როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა
    კითხვა, როგორც პროცესი, განმარტოებასთან ასოცი...
    წარმატებული მასწავლებელი
    თუ თქვენ კითხავთ რომელიმე წარმატებულ მოსწავლე...
    თუ ბავშვი ამბობს, რომ..
    ოდესმე დაგისვამთ კითხვა "რატომ?"რატომ იქცევია...
    საშინაო დავალება
    ნებისმიერი ბავშვი უფრო წარმატებულია, თუ მისი ...
    განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები
    განა ყველა ბავშვი განსაკუთრებული არ არის?! - ...
    მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია ბავშვებს ნარკოტიკების შესახებ
    ნებისმიერი მშობელი ცდილობს დაიცვას შვილი სხვა...
    როგორ ვებრძოლოთ სტრესს
    ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის მომენტი, როცა...
    5 რჩევა მშობლებს: როგორ მოვიქცეთ თუ მოზარდი განიცდის თანატოლებისგან ზეწოლას
    იცით, თუ არა საჯარო სკოლების 25 % დაუფარავად ...
    როგორ შევაყვაროთ სკოლა
    ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მოსწავლეს სკოლა არ უყვ...
    როგორია დედისა და მამის შვილისადმი დამოკიდებულების საფუძველი
    მიუხედავად იმისა, რომ დედაც და მამაც შვილისთვ...
    როგორ ზრდიან ბავშვებს გერმანიაში
    Skolebi.com-ის საინტერესო ამბების განყოფილება...
    ლურჯი თხის წელიწადი
    ვისაც სახლში ბავშვები გყავთ, ახალი წლის დადგო...
    ტოლერანტობის პირველი გაკვეთილები
    ტოლერანტობის განცდა ბავშვებს იმ წამიდან უნდა ...
    ბავშვის შიშები
    შიში ბუნებრივი მოვლენაა, ზოგი მშობელი კი შვილ...
    ადაპტაცია ახალ სკოლაში
    მშობლების სამსახურის, უკეთესი პირობების ან სხ...
    როგორ მოვარჯულოთ ჰიპერაქტიური ბავშვი
    ხშირად გაიგონებთ, როგორ ამბობენ, რომ ბავშვი ც...
    ფერადი ბავშვები #2
    იისფერიფანტაზია, ინტუიცია, რბილი ხასიათი, ადვ...
    ფერადი ბავშვები #1
    ყველა ადამიანს აქვს საყვარელი ფერი. აქვთ ბავშ...
    ვაჟიშვილის აღზრდა მამის გარეშე
    სამწუხაროდ, ასეც ხდება - ზოგ დედას შვილების ა...
    გცალიათ თუ არა შვილისთვის
    თანამედროვე ცხოვრების წესიდან გამომდინარე ზოგ...
    თავიდან ავიცილოთ უბედური შემთხვევები
    ეს ყველა ოჯახში შეიძლება მოხდეს - სამწუხაროდ,...
    თუ მეცადინეობა პრობლემად იქცა
    სასწავლო წელი უკვე დაიწყო, რაც პირველ სასკოლო...
    აღზრდის ოთხი სტილი
    სპეციალისტები დიდი ხნის წინ შეთანხმდნენ, რომ ...
    გავიგოთ, რა ხდება სკოლაში
    როდესაც ბავშვი სკოლაში მიდის, მის ცხოვრებაში ...
    აღზრდის იაპონური ტრადიცია
    იაპონიაში ბავშის აღზრდის ტრადიციას იკუძი ჰქვი...
    თუ ბავშვს მშობლების ლოგინში სძინავს
    ბავშვს, მით უფრო, ჩვილს მშობლებთან, უფრო კი დ...
    ხართ თუ არა მზად სკოლისთვის?
    თქვენი პატარა უკვე 6 წლისაა და სექტემბრისთვის...
    shaliko