მოგვწერეთ, ან დაგვირეკეთ : +995 32 2 37 93 02


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
დასახელება
იურიდიული დასახელება
დირექტორის სახელი და გვარი
მისამართი
ტელეფონის ნომერი
E-Mail
  • სკოლები
  • კერძო მასწავლებლები
  • სასკოლო ოლიმპიადები
  • საზაფხულო სკოლა/ბანაკი
  • სწავლება საზღვარგარეთ
  • მოსამზადებელი ცენტრები
  • საბაკალავრო პროგრამები
  • სამაგისტრო პროგრამები
  • სტუდიები
  • სპორტული წრეები
  • გასართობი ცენტრები
  • პროფესიული პროგრამები
  • ავტოსკოლები
  • საბავშვო ბაღები
  • Banner 1000 x 100
    სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა - მესამე ტურის პირველი ეტაპის საბოლოო შედეგები
    გთავაზობთ სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    გეოგრაფიის ტესტის აპრობაცია - მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურება
    6 მაისს, თბილისის N 166-ე საჯარო სკოლაში (წერეთლის
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრირების პილოტირებისათვის შექმნილი გზამკვლევები განიხილეს
    განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში,
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა
    ხდომის თარიღი: 2017 წლის 10 მაისი, 14:00 საათი
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    სემინარზე მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ რეგისტრაცია გამოცხადდა
    სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შ
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    ტრენინგ - მოდულზე სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მართვა, შეფასება რეგისტრაცია ცხადდება
    მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენ
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    ყურადღება - 2017 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები - (მე-12 კლასი) განრიგი
    გთავაზობთ 2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვე
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    ერთი დღე პროფესიაში - მოსწავლე მასწავლებელი
    მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და მოსწავლე
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    მიღწევები წარმატებული პროექტის ფარგლებში
    საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პრ
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    გეოგრაფიის ტესტის აპრობაცია აბიტურიენტებისათვის
    გეოგრაფიის ტესტის აპრობაცია ჩატარდება 5, 6 და 7 მა
    04/21/2017
    კითხვის გაგრძელება
    ინფორმაცია 2017 წლის გაზაფხულზე ორგანიზებული პროფესიული ტესტირების შესახებ
    პროფესიული ტესტირება 23 აპრილს მთელი საქართველოს მ
    04/20/2017
    კითხვის გაგრძელება
    პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომის გადადების შესახებ
    გაცნობებთ, რომ 2017 წლის 21 აპრილს ჩანიშნული პროფე
    04/20/2017
    კითხვის გაგრძელება
    უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!
    გაცნობებთ, რომ დამტკიცდა უმაღლესი განათლების დარგო
    04/20/2017
    კითხვის გაგრძელება
    უკან დაბრუნება

    ვზრდით მომავალ სპორტსმენებს

    03/04/2014
    ვზრდით მომავალ სპორტსმენებს
    გაზაფხული მოვიდა. ეს გახლავთ დრო, რომელიც ფიზიკური აქტივობის დასაწყებად შესანიშნავი პერიოდია. კარგი ამინდის ხათრით შეიძლება ყველაზე ზარმაცი ადამიანიც კი აამოძრავოთ, სუფთა ჰაერზე გაიყვანოთ და ელემენტარული სპორტით დაკავების სურვილი გაუჩინოთ. ფიზიკური აქტივობა ბავშვებისა და მოზარდებისთვის აუცილებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სპორტის კონკრეტული სახეობის ათვისება სურვილის საწინააღმდეგოდ ვაიძულოთ. თუ მამას ფეხბურთი უყვარს, ეს არ ნიშნავს, რომ მისი ვაჟი აუცილებლად ახალი მესი უნდა გამოვიდეს და ამ სურვილს აყოლილმა შვილს გაუსაძლისი ფიზიკური დატვირთვა აიძულოს.


    სპორტი, პირველ რიგში გასართობი უნდა იყოს და, თუ ბავშვს ამის სურვილი ექნება, მერე იქცეს პროფესიად, მისგან სიამოვნება უნდა მიიღოს და არა ფიზიკური და მორალური ტანჯვა. ასეთ დროს ოქროს შუალედის დაცვა უნდა მოახერხოთ, რათა შვილმა სპორტის მიმართ ინტერესი საერთოდ არ დაკარგოს. ამისთვის კი შემდეგი წესების გათვალისწინება დაგეხმარებათ:


    1. წაახალისეთ, თუ შეატყობთ, რომ სპორტის კონკრეტული სახეობა მოსწონს. ჰკითხეთ, ხომ არ უნდა ამ სპორტით დაკავდეს. თანხმობის შემთხვევაში მოძებნეთ წრე და პროცესიც დაიწყება. თავიდან ვარჯიშზე მასთან ერთად იარეთ, რათა თქვენი სახით პირველი გულშემატკივარი შეიძინოს. ელემენტარული შექებაც კი მოტივაციას ათმაგად ამყარებს. გარდა ამისა, თავად გააკონტროლებთ მწვრთნელის კომპეტენციას.


    2. თუ ბავშვს არჩევანის გაკეთება უჭირს, მაშინ მისი სპორტულ შეჯიბრებებზე ტარება მოგიწევთ, რათა პრიორიტეტი თავად განსაზღვროს. გაითვალისწინეთ შვილის ფიზიკური შესაძლებლობებიც: თუ ორივე მშობელი ტანდაბლები ხართ, რაც ნიშავს, რომ თქვენი შვილიც დაბალი გაიზრდება, ნუ შეიყვანთ კალათბურთზე, თუმცა ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ ამ სპორტში დაბლებიც აღწევენ წარმატებას, ვარჯიში კი ტანის აყრაში ეხმარება.


    3. ნუ გაუქრობთ მოტივაციას, თუ ატყობთ, რომ არც ფინტი გამოსდის და ვერც სხვებზე სწრაფად დარბის. ის დამწყები სპორტსმენია, ამრიგად შეცდომების უფლება აქვს. ფიზიკური სისუსტის გამო ნუ დააკომპლექსებთ, ასე მხოლოდ სპორტისადმი ინტერესს დაუკარგავთ.


    4. გახსოვდეთ, რომ მთავარს უკვე მიაღწიეთ - ბავშვი სპორტით დაინტერესდა და დაკავდა, ამიტომ მაშინვე საუკეთესო შედეგებს ნუ მოსთხოვთ, ნუ დაუსახავთ მიზანს, დაე, ეს თავად გააკეთოს. შედეგზე ორიენტაციაზე უკეთესი ის გახლავთ, რომ თქვენმა შვილმა ცხოვრების ჯანმრთელი წესი აირჩია, რაც დიდობაში ბევრ პრობლემას ააცილებს თავიდან.


    5. ყოველთვის დაინტერესდით მისი შედეგებითა და მიღწევებით, მაგრამ არა იმდენად, რომ იფიქროს, თითქოს ამის გარდა მის ცხოვრებაში არაფერი გაინტერესებთ.


    6. მისთვის მაგალითი გახდით. შეგიძლიათ ერთადაც ივარჯიშოთ, იყოთ მისი პარტნიორი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მწვრთნელი.


    7. ნურასდროს გაუსვამთ ხაზს, რომ თქვენი შვილის სპორტული მიღწევები მხოლოდ და მხოლოდ თქვენი დამსახურებაა. გახსოვდეთ, რომ თქვენ მხოლოდ ამის სურვილი გქონდათ, ოფლი კი ბავშვმა დაღვარა, სწორედ მან შესწირა სპორტს თავისუფალი დრო, გართობა და სხვა.


    8. თუ მარცხი განიცადა, ნუ შეეცდებით მის გამართლებას. წარუმატებლობას ნუ მიაწერთ ცუდ ამინდს, უხეირო ინვენტარს, უსამართლო მსაჯობას ან უფროს მეტოქეს. ამით შვილს საკუთარ შეცდომებზე სწავლის შესაძლებლობას უსპობთ. უბრალოდ გაესაუბრეთ, დაამშვიდეთ და აუხენით, რომ უკეთესი შედეგისთვის ვარჯიშის გაგრძელება მოუწევს და წარმატებასაც აუცილებლად მიაღწევს.


    9. გახსოვდეთ, რომ მთავარი მართლაც მონაწილეობაა და არა გამარჯვება. ყოველ შემთხვევაში, ბავშვს სწორედ ეს მიზანი დაუწესეთ. მისგან მხოლოდ ოქროს მედალს ნუ ელით, რადგან თქვენს სიამოვნებაზე ფიქრმა შეიძლება სპორტის მიმართ მექანიკური დამოკიდებულება განუვითაროს და არა გულწრფელი დაინტერესება. გაითავისეთ, რომ მარცხი საბოლოო შედეგი კი არა, წარმატებისკენ მიმავალი გზის ერთ-ერთი მონაკვეთია.



    10. ნუ ჩაერევით წვრთნის პროცესში, ამისთვის სპეციალისტი არსებობს. თავი შეიკავეთ ზედმეტი შენიშვნებისგან, რადგან ეს ბავშვს მხოლოდ დაძაბავს და თანატოლების თვალშიც დაამცირებს. თუ შინ ავარჯიშებთ, ნუ დაუყვირებთ, ელემენტარული შეცდომის გამო უხეშ შენიშვნას ნუ მისცემთ - უბრალოდ მიუთითეთ, რომ არასწორად მოიქცა და ანალიზისა და შეცდომის გამოსასწორების მეთოდის გამოძებნაც მას მიანდეთ - ეს თეორიულ აზროვნებას გაუვარჯიშებს, რაც სპორტში არანაკლებ მნიშვნელოვანია.



    Share        


    სხვა საინტერესო ამბები
    ვარჩევთ სასკოლო ზურგჩანთას
    დები და ძმები
    როდის ცდებიან მშობლები. #2
    5 მარტივი წესი მშობლის ბედნიერებისთვის
    ბავშვი და ფული
    7 მიზეზი იმისა, თუ რატომ არის კარგი სკოლაში დაბრუნება
    დამთავრდა ზამთრის არდადეგები და დაიწყო სწავლა...
    მოვემზადოთ გამოცდებისთვის
    გამოცდა ჩვენი ცხოვრების თანმდევი მოვლენაა. ის...
    ვისწავლოთ მათემატიკა მარტივად
    მათემატიკა არის ზუსტი მეცნიერება, რომელიც ტექ...
    როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა
    კითხვა, როგორც პროცესი, განმარტოებასთან ასოცი...
    წარმატებული მასწავლებელი
    თუ თქვენ კითხავთ რომელიმე წარმატებულ მოსწავლე...
    თუ ბავშვი ამბობს, რომ..
    ოდესმე დაგისვამთ კითხვა "რატომ?"რატომ იქცევია...
    საშინაო დავალება
    ნებისმიერი ბავშვი უფრო წარმატებულია, თუ მისი ...
    განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები
    განა ყველა ბავშვი განსაკუთრებული არ არის?! - ...
    მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია ბავშვებს ნარკოტიკების შესახებ
    ნებისმიერი მშობელი ცდილობს დაიცვას შვილი სხვა...
    როგორ ვებრძოლოთ სტრესს
    ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის მომენტი, როცა...
    5 რჩევა მშობლებს: როგორ მოვიქცეთ თუ მოზარდი განიცდის თანატოლებისგან ზეწოლას
    იცით, თუ არა საჯარო სკოლების 25 % დაუფარავად ...
    როგორ შევაყვაროთ სკოლა
    ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მოსწავლეს სკოლა არ უყვ...
    როგორია დედისა და მამის შვილისადმი დამოკიდებულების საფუძველი
    მიუხედავად იმისა, რომ დედაც და მამაც შვილისთვ...
    როგორ ზრდიან ბავშვებს გერმანიაში
    Skolebi.com-ის საინტერესო ამბების განყოფილება...
    ლურჯი თხის წელიწადი
    ვისაც სახლში ბავშვები გყავთ, ახალი წლის დადგო...
    ტოლერანტობის პირველი გაკვეთილები
    ტოლერანტობის განცდა ბავშვებს იმ წამიდან უნდა ...
    ბავშვის შიშები
    შიში ბუნებრივი მოვლენაა, ზოგი მშობელი კი შვილ...
    ადაპტაცია ახალ სკოლაში
    მშობლების სამსახურის, უკეთესი პირობების ან სხ...
    როგორ მოვარჯულოთ ჰიპერაქტიური ბავშვი
    ხშირად გაიგონებთ, როგორ ამბობენ, რომ ბავშვი ც...
    ფერადი ბავშვები #2
    იისფერიფანტაზია, ინტუიცია, რბილი ხასიათი, ადვ...
    ფერადი ბავშვები #1
    ყველა ადამიანს აქვს საყვარელი ფერი. აქვთ ბავშ...
    ვაჟიშვილის აღზრდა მამის გარეშე
    სამწუხაროდ, ასეც ხდება - ზოგ დედას შვილების ა...
    გცალიათ თუ არა შვილისთვის
    თანამედროვე ცხოვრების წესიდან გამომდინარე ზოგ...
    თავიდან ავიცილოთ უბედური შემთხვევები
    ეს ყველა ოჯახში შეიძლება მოხდეს - სამწუხაროდ,...
    თუ მეცადინეობა პრობლემად იქცა
    სასწავლო წელი უკვე დაიწყო, რაც პირველ სასკოლო...
    აღზრდის ოთხი სტილი
    სპეციალისტები დიდი ხნის წინ შეთანხმდნენ, რომ ...
    გავიგოთ, რა ხდება სკოლაში
    როდესაც ბავშვი სკოლაში მიდის, მის ცხოვრებაში ...
    აღზრდის იაპონური ტრადიცია
    იაპონიაში ბავშის აღზრდის ტრადიციას იკუძი ჰქვი...
    თუ ბავშვს მშობლების ლოგინში სძინავს
    ბავშვს, მით უფრო, ჩვილს მშობლებთან, უფრო კი დ...
    ხართ თუ არა მზად სკოლისთვის?
    თქვენი პატარა უკვე 6 წლისაა და სექტემბრისთვის...
    shaliko