მოგვწერეთ, ან დაგვირეკეთ : +995 32 2 37 93 02


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
დასახელება
იურიდიული დასახელება
დირექტორის სახელი და გვარი
მისამართი
ტელეფონის ნომერი
E-Mail
  • სკოლები
  • კერძო მასწავლებლები
  • სასკოლო ოლიმპიადები
  • საზაფხულო სკოლა/ბანაკი
  • სწავლება საზღვარგარეთ
  • მოსამზადებელი ცენტრები
  • საბაკალავრო პროგრამები
  • სამაგისტრო პროგრამები
  • სტუდიები
  • სპორტული წრეები
  • გასართობი ცენტრები
  • პროფესიული პროგრამები
  • ავტოსკოლები
  • საბავშვო ბაღები
  • Banner 1000 x 100
    სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა - მესამე ტურის პირველი ეტაპის საბოლოო შედეგები
    გთავაზობთ სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    გეოგრაფიის ტესტის აპრობაცია - მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურება
    6 მაისს, თბილისის N 166-ე საჯარო სკოლაში (წერეთლის
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრირების პილოტირებისათვის შექმნილი გზამკვლევები განიხილეს
    განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში,
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა
    ხდომის თარიღი: 2017 წლის 10 მაისი, 14:00 საათი
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    სემინარზე მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ რეგისტრაცია გამოცხადდა
    სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შ
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    ტრენინგ - მოდულზე სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მართვა, შეფასება რეგისტრაცია ცხადდება
    მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენ
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    ყურადღება - 2017 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები - (მე-12 კლასი) განრიგი
    გთავაზობთ 2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვე
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    ერთი დღე პროფესიაში - მოსწავლე მასწავლებელი
    მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და მოსწავლე
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    მიღწევები წარმატებული პროექტის ფარგლებში
    საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პრ
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    გეოგრაფიის ტესტის აპრობაცია აბიტურიენტებისათვის
    გეოგრაფიის ტესტის აპრობაცია ჩატარდება 5, 6 და 7 მა
    04/21/2017
    კითხვის გაგრძელება
    ინფორმაცია 2017 წლის გაზაფხულზე ორგანიზებული პროფესიული ტესტირების შესახებ
    პროფესიული ტესტირება 23 აპრილს მთელი საქართველოს მ
    04/20/2017
    კითხვის გაგრძელება
    პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომის გადადების შესახებ
    გაცნობებთ, რომ 2017 წლის 21 აპრილს ჩანიშნული პროფე
    04/20/2017
    კითხვის გაგრძელება
    უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!
    გაცნობებთ, რომ დამტკიცდა უმაღლესი განათლების დარგო
    04/20/2017
    კითხვის გაგრძელება
    უკან დაბრუნება

    მოზარდები და მშობლები

    03/10/2014
    მოზარდები და მშობლები
    მოზარდობის ასაკი სწორედ ის პერიოდია, როდესაც მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილე, ყურადღება და მზრუნველობის გამოხატვა მოეთხოვებათ, რადგან ეს მათ შვილებს სჭირდებათ. იყო მოზარდი ძალიან რთულია, რადგან ამ დროს ორგანიზმსა და ფსიქოლოგიაში საოცარი სტანსფორმაციები ხდება. უფროსის, განსაკუთრებით კი მშობლის მხარდაჭერა და ყურადღება ამ ცვლილებებს გაცილებით იოლად გატანინებს, სულ მცირე, იმას მაინც ხვდები, თუ რა ხდება შენს თავს. მოზარდობის ასაკი 11-დან 19 წლამდე გრძელდება, თუმცა ესეც ინდივიდუალურია, ამიტომ ყურადღების გამახვილება ამ მხრივაც გმართებთ.


    მშობლები მოზარდებისთვის ერთგვარი სარკეა, მათი უფროსი ანარეკლი, ამიტომ ხშირად ახდენენ მათთან იდენტიფიცირებას. მშობლების ცხოვრებას გვერდიდან აფასებენ, რაც გოგონებში უფრო მეტად შესამჩნევია. ისინი თანატოლებთან ერთად განიხილავენ მშობლების, მასწავლებლების ან მეზობელი ქალბატონების ჩაცმულობას, ვარცხნილობას, საქციელს, სიარულის მანერასა და სხვა. ეს არის ერთგვარი შეფასების პროცესი, რომელიც თქვენთვის შეიძლება ნაკლებ სასიამოვნოც აღმოჩნდეს (იმ შემთხვევაში, თუ შვილს თქვენში რამე არ მოსწონს), ამიტომ ამ პროცესისთვის მზად იყავით.


    მოზარდობისას შვილი განსაკუთრებით ითხოვს ურთიერთგაგებას, ამიტომ უსიამოვნებისას რომელი მხარეც უნდა იყოს დამნაშავე, შერიგების ინიციატივა ყოველთვის თქვენ უნდა გამოიჩინოთ - ამით კიდევ ერთხელ დაუმტკიცებთ, რომ ის გიყვართ და, ჩხუბის მიუხედავად, თქვენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანია. ამავდროულად ნურც მის ყველა სურვილს დაემორჩილებით - უბრალოდ ბალანსი დაიცავით. თუ მისი თხოვნის შესრულება არ გინდათ ან არ შეგიძლიათ, მხოლოდ არა-თი ნუ შემოფარგლებით. უარის მიზეზი აუცილებლად აუხსენით.


    ზოგადად ამ ასაკში მყოფ შვილთან ხშირი საუბარი ძალიან კარგია. მოუყევით თქვენი სამსახურის შესახებ, თუმცა ყურადღება მის პოზიტიურ მხარეზე გაამახვილეთ და არა იმაზე, რომ იქ საშინლად იღლებით, ანაზღაურება დაბალი გაქვთ ან თქვენი ბოსი მონსტრია (სამსახურის მიმართ აგრესია და უარყოფითი დამოკიდებულება რომ არ გაუჩნდეს). აუცილებლად ჰკითხეთ მის მიერ დღის განმავლობაში გაკეთებულ საქმეებზე, გამოჰკითხეთ სკოლის ამბები, მოიკითხეთ მეგობრები. აგრძნობინეთ, რომ თქვენთვის მისი პირადი ცხოვრებაც მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ ის, რა ჭამა ან თბილად ჩაიცვა თუ არა. თუ შეატყობთ, რომ რაიმე პრობლემა აქვს, უბრალოდ ჰკითხეთ, ხომ არ სჭირდება თქვენი დახმარება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დააძალოთ. მოზარდობისას ბავშვები ძალიან ამაყები არიან და ფიქრობენ, რომ ყველა პრობლემას საკუთარი ძალებით გაუმკლავდებიან, ამიტომ დაძალებული დახმარება შეიძლება აგრესიულად უარჰყოს.


    დიდობისკენ მიდის, მაგრამ მოზარდი ჯერ კიდევ ბავშვია, რომელსაც არ დაუკარგავს გაოცებისა და აღფრთოვანების უნარი. ასე რომ, ნუ შეწყვეტთ შვილების გაოცებას. ანახეთ, რომ ძალიან კარგად თამაშობთ ფეხბურთს, სრიალებთ თხილამურებით, შეგიძლიათ სახლში ელექტროობა შეაკეთოთ ან სამზარეულოს საქმის გარდა მშვენივრად გეხერხებათ ხატვა. ზოგჯერ შვილები ისე ეჩვევიან მამის საქმიას კოსტუმს ან დედის წინსაფარს, ვერც კი ხვდებიან, რომ ისინიც ინდივიდუალური პიროვნებები არიან. თუ რაიმე ინტერესი გაგაჩნიათ, ნუ დაუმალავთ შვილებს, რადგან თქვენი ჰობი შეიძლება მისთვისაც საუკეთესო გასართობად იქცეს, რაც უფრო მეტად დაგაახლოვებთ.


    დათვალეთ, კვირის განმავლობაში რამდენ საათს უთმობთ შვილთან ურთიერთობას (ნუ მიათვლით ყოფით გარემოში გატარებულ დროს ანუ სადილობას, მეცადინეობაში დახმარებას და სხვა). თუ ეს დრო 2-3 საათს არ აღემატება, ნიშნავს, რომ მასთან ძალიან ცოტა დროს ატარებთ. ამის ანაზღაურება შაბათ-კვირას ან დასვენების სხვა დღეებში შეგიძლიათ. გასაგებია, რომ მთელი კვირის განმავლობაში სამსახურში გადაიღალეთ, მაგრამ შვილი უფრო დიდი სამსახურია. სულ მცირე, კინოში მაინც რომ წაიყვანოთ ან მანქანით გაასეირნოთ, ესეც საკმარისია იმისთვის, რომ თქვენი ურთიერთობა უფრო შეიკრას.


    ეცადეთ, მაქსიმალურად პირდაპირი და მკაფიო იყოთ, როდესაც შვილი კონკრეტულ თემაზე, თუნდაც უხერხულზე გეკითხებათ. მოზარდი იოლად ამჩნევს ტყუილს, ხვდება, რომ რაღაცას უმალავთ, რაც მის უნდობლობასაც იწვევს. თუ საუბრის თემა ზედმეტად უხერხულია, მაშინ უთხარით, რომ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაქვთ, მაგრამ აუცილებლად გაარკვევთ და მასაც ეტყვით. ამის შემდეგ ნამდვილად მოგიწევთ სპეციალისტთან გასაუბრება, მაგალითად ფსიქოლოგთან ან სპეციალური ლიტერატურის გაცნობა. გახსოვდეთ, რომ უხერხულ თმაზე უფრო უხერხული შვილის თვალში დამცირებაა.


    თუ ოჯახში პრობლემაა, მაგალითად, ფინანსური, ურთიერთობის მხრივ ან, სულაც, მოხუცი ბებია გარდაიცვალა, შვილი აუცილებლად ჩააყენეთ საქმის კურსში. უნდა იცოდეს, რომ ფინანსური პრობლემის გამო შეიძლება ოჯახს რაღაც მოაკლდეს, ხოლო თუ მშობლების უთანხმოება გაყრით დამთავრდება, ეს მისთვის სიურპრიზი არ უნდა აღმოჩნდეს, მით უფრო, ამის შესახებ მეზობლისგან არ უნდა შეიტყოს. ერთი სიტყვით, ნუ ეცდებით მოზარდი ნეგატიური ინფორმაციისგან დაიცვათ. გახსოვდეთ, რომ ის ზრდასრულ ასაკს უახლოვდება და უნდა შეეჩვიოს, რომ დიდობაში პრობლემებიც არსებობს.





    Share        


    სხვა საინტერესო ამბები
    ფერადი ბავშვები #1
    განსაზღვრეთ თქვენი შვილის ტემპერამენტი. ტესტი
    თვითშეფასება ბავშვებში
    როგორ შევაყვაროთ სკოლა
    იავნანა
    7 მიზეზი იმისა, თუ რატომ არის კარგი სკოლაში დაბრუნება
    დამთავრდა ზამთრის არდადეგები და დაიწყო სწავლა...
    მოვემზადოთ გამოცდებისთვის
    გამოცდა ჩვენი ცხოვრების თანმდევი მოვლენაა. ის...
    ვისწავლოთ მათემატიკა მარტივად
    მათემატიკა არის ზუსტი მეცნიერება, რომელიც ტექ...
    როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა
    კითხვა, როგორც პროცესი, განმარტოებასთან ასოცი...
    წარმატებული მასწავლებელი
    თუ თქვენ კითხავთ რომელიმე წარმატებულ მოსწავლე...
    თუ ბავშვი ამბობს, რომ..
    ოდესმე დაგისვამთ კითხვა "რატომ?"რატომ იქცევია...
    საშინაო დავალება
    ნებისმიერი ბავშვი უფრო წარმატებულია, თუ მისი ...
    განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები
    განა ყველა ბავშვი განსაკუთრებული არ არის?! - ...
    მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია ბავშვებს ნარკოტიკების შესახებ
    ნებისმიერი მშობელი ცდილობს დაიცვას შვილი სხვა...
    როგორ ვებრძოლოთ სტრესს
    ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის მომენტი, როცა...
    5 რჩევა მშობლებს: როგორ მოვიქცეთ თუ მოზარდი განიცდის თანატოლებისგან ზეწოლას
    იცით, თუ არა საჯარო სკოლების 25 % დაუფარავად ...
    როგორ შევაყვაროთ სკოლა
    ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მოსწავლეს სკოლა არ უყვ...
    როგორია დედისა და მამის შვილისადმი დამოკიდებულების საფუძველი
    მიუხედავად იმისა, რომ დედაც და მამაც შვილისთვ...
    როგორ ზრდიან ბავშვებს გერმანიაში
    Skolebi.com-ის საინტერესო ამბების განყოფილება...
    ლურჯი თხის წელიწადი
    ვისაც სახლში ბავშვები გყავთ, ახალი წლის დადგო...
    ტოლერანტობის პირველი გაკვეთილები
    ტოლერანტობის განცდა ბავშვებს იმ წამიდან უნდა ...
    ბავშვის შიშები
    შიში ბუნებრივი მოვლენაა, ზოგი მშობელი კი შვილ...
    ადაპტაცია ახალ სკოლაში
    მშობლების სამსახურის, უკეთესი პირობების ან სხ...
    როგორ მოვარჯულოთ ჰიპერაქტიური ბავშვი
    ხშირად გაიგონებთ, როგორ ამბობენ, რომ ბავშვი ც...
    ფერადი ბავშვები #2
    იისფერიფანტაზია, ინტუიცია, რბილი ხასიათი, ადვ...
    ფერადი ბავშვები #1
    ყველა ადამიანს აქვს საყვარელი ფერი. აქვთ ბავშ...
    ვაჟიშვილის აღზრდა მამის გარეშე
    სამწუხაროდ, ასეც ხდება - ზოგ დედას შვილების ა...
    გცალიათ თუ არა შვილისთვის
    თანამედროვე ცხოვრების წესიდან გამომდინარე ზოგ...
    თავიდან ავიცილოთ უბედური შემთხვევები
    ეს ყველა ოჯახში შეიძლება მოხდეს - სამწუხაროდ,...
    თუ მეცადინეობა პრობლემად იქცა
    სასწავლო წელი უკვე დაიწყო, რაც პირველ სასკოლო...
    აღზრდის ოთხი სტილი
    სპეციალისტები დიდი ხნის წინ შეთანხმდნენ, რომ ...
    გავიგოთ, რა ხდება სკოლაში
    როდესაც ბავშვი სკოლაში მიდის, მის ცხოვრებაში ...
    აღზრდის იაპონური ტრადიცია
    იაპონიაში ბავშის აღზრდის ტრადიციას იკუძი ჰქვი...
    თუ ბავშვს მშობლების ლოგინში სძინავს
    ბავშვს, მით უფრო, ჩვილს მშობლებთან, უფრო კი დ...
    ხართ თუ არა მზად სკოლისთვის?
    თქვენი პატარა უკვე 6 წლისაა და სექტემბრისთვის...
    shaliko