მოგვწერეთ, ან დაგვირეკეთ : +995 32 2 37 93 02


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
დასახელება
იურიდიული დასახელება
დირექტორის სახელი და გვარი
მისამართი
ტელეფონის ნომერი
E-Mail
  • სკოლები
  • კერძო მასწავლებლები
  • სასკოლო ოლიმპიადები
  • საზაფხულო სკოლა/ბანაკი
  • სწავლება საზღვარგარეთ
  • მოსამზადებელი ცენტრები
  • საბაკალავრო პროგრამები
  • სამაგისტრო პროგრამები
  • სტუდიები
  • სპორტული წრეები
  • გასართობი ცენტრები
  • პროფესიული პროგრამები
  • ავტოსკოლები
  • საბავშვო ბაღები
  • Banner 1000 x 100
    სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა - მესამე ტურის პირველი ეტაპის საბოლოო შედეგები
    გთავაზობთ სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    გეოგრაფიის ტესტის აპრობაცია - მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურება
    6 მაისს, თბილისის N 166-ე საჯარო სკოლაში (წერეთლის
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრირების პილოტირებისათვის შექმნილი გზამკვლევები განიხილეს
    განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში,
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა
    ხდომის თარიღი: 2017 წლის 10 მაისი, 14:00 საათი
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    სემინარზე მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ რეგისტრაცია გამოცხადდა
    სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შ
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    ტრენინგ - მოდულზე სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მართვა, შეფასება რეგისტრაცია ცხადდება
    მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენ
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    ყურადღება - 2017 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები - (მე-12 კლასი) განრიგი
    გთავაზობთ 2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვე
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    ერთი დღე პროფესიაში - მოსწავლე მასწავლებელი
    მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და მოსწავლე
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    მიღწევები წარმატებული პროექტის ფარგლებში
    საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პრ
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    გეოგრაფიის ტესტის აპრობაცია აბიტურიენტებისათვის
    გეოგრაფიის ტესტის აპრობაცია ჩატარდება 5, 6 და 7 მა
    04/21/2017
    კითხვის გაგრძელება
    ინფორმაცია 2017 წლის გაზაფხულზე ორგანიზებული პროფესიული ტესტირების შესახებ
    პროფესიული ტესტირება 23 აპრილს მთელი საქართველოს მ
    04/20/2017
    კითხვის გაგრძელება
    პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომის გადადების შესახებ
    გაცნობებთ, რომ 2017 წლის 21 აპრილს ჩანიშნული პროფე
    04/20/2017
    კითხვის გაგრძელება
    უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!
    გაცნობებთ, რომ დამტკიცდა უმაღლესი განათლების დარგო
    04/20/2017
    კითხვის გაგრძელება
    უკან დაბრუნება

    ცხელი ზაფხული და ბავშვები

    07/22/2014
    ცხელი ზაფხული და ბავშვები
    წლევანდელი ზაფხული განსაკუთრებით ცხელი აღმოჩნდა. ამგვარ სიცხეს ბევრი ვერ უძლებს, მათ შორის ბავშვებიც. ასეთ დროს განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ მცირეწლოვანი პატარები, რომელთაც ზრდასრულთან შედარებით სუსტი თერმორეგულაციის სისტემა აქვთ, ამიტომ მშობლებს ორმაგი ყურადღება მართებთ, რათა ბავშვი არ გადახურდეს, არ მიიღოს მზის დარტყმა ან კანის დამწვრობა, ანუ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ პატარამ მზისგან მაქსიმალური სარგებელი და მინიმალური ზიანი მიიღოს.

    ზაფხულში რაც შეიძლება ბევრი ასეირნეთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებთ. ასეთ დროს უმჯობესია დილით და საღამოს ისეირნოთ, რათა შუა დღის მზის გულზე არ მოგიწიოთ ყოფნა. იდეალური ვარიანტია, თუ ქალაქგარეთ ხართ, ბავშვის მთის კურორტზე წაყვანა კი საუკეთესო არჩევანია. ჰაერის გამოცვლის აუცილებლობის შესახებ ხალხში გავრცელებული გამონათქვამი მითი არ გახლავთ, ის რეალობაა. ბავშვს აუცილებლად სჭირდება სუფთა ჰაერზე თუნდაც ერთკვირიანი ყოფნა. ამიტომ, ეცადეთ, უარი თქვათ ადრინდელ სიამოვნებებზე და ხალხით სავსე ზღვის კურორტის ნაცვლად მშვიდ და გრილ ადგილას დაისვენოთ. ეს, პირველ რიგში, თქვენს შვილს სჭირდება.

    ცხელა, ამიტომ ბავშვს ნუ ჩაფუთნით. ზოგ მშობელს ეშინია, რომ უცხო ჰაერზე მოხვედრილი ბავშვი ადვილად გაცივდება, ამიტომ მაქსიმალურად თბილად აცვამენ. დიდი შანსია, ასეც მოხდეს და პატარა მართლაც გაცივდეს ან უბრალოდ იქაურობა ვერ იგუოს, მაგრამ ასე მხოლოდ პირველ დღეებში იქნება, ბავშვი ახალ გარემოს მალე შეეჩვევა და იმუნურ სისტემასაც გაიუმჯობესებს. მთავარია, მზეზე მყოფ ბავშვს თავზე ქუდი ეხუროს, რათა თავი არ გადაუხურდეს, სანდლებზე წინდების, კომბინეზონის ქვეშ მაისურის ჩაცმა კი ნამდვილად ზედმეტია. პედიატრები გვირჩევენ, რომ თუ სიცხე 26 გრადუსს აჭარბებს, ბავშვს მარტო ტრუსი უნდა ეცვას, ზედმეტი ტანსაცმელი მხოლოდ მისი სხეულის გადახურებას გამოიწვევს.

    ალბათ შეგინიშნავთ, რომ პლაჟზე ზოგჯერ პატარა ბავშვებიც მიჰყავთ და საათობით მზეზე ამყოფებენ (ვიდრე დედები ირუჯებიან). ეს დაუშვებელია! ულტრაიისფერი სხივების პირდაპირი ზემოქმედება ბავშვისთვის არ შეიძლება. მზის საკუთარი დოზა მან ზომიერად, ტყეში და პარკში სეირნობისას უნდა მიიღოს. თუმცა თუ ბავშვი ურეკში მიგყავთ, სადაც მზის გულზე ყოფნა აუცილებლად მოუწევს, მაშინ არ დაგავიწყდეთ დაახუროთ ქუდი, ტანზე კი სპეციალურად ბავშვებისთვის განკუთვნილი მზისგან დამცავი კრემი წაუსვათ.

    ზაფხულში ჩვეულებრივზე ხშირად აბანავეთ. ბავშვი მთელ დღეს ეზოში ატარებს, შეხება აქვს მიწასთან, ქვიშასთან, შინაურ ცხოველებთან, ამიტომ ჰიგიენის დაცვა გაორმაგებულად გმართებთ. კარგი იქნება, თუ ეზოში პატარა გასაბერ აუზს ან ტაშტს დაუდგამთ. ბავშვების უმეტესობას ძალიან უყვარს წყალთან თამაში, ეს პროცესი მათ სიცხისგანაც დაიცავს და გაართობს კიდეც. ცხადია, არ დაგავიწყდეთ უსაფრთხოების ზომები. ბავშვი მარტო არ დატოვოთ!

    არ დაგავიწყდეთ, ხშირად დაალევინოთ წყალი, ნატურალური წვენები, კომპოტი, ცივი ჩაი და სხვა. პატარა ბავშვი შეიძლება ვერ მიხვდეს, რომ სწყურია, ამიტომ ეს პროცესიც თქვენ უნდა გააკონტროლოთ. ყურადღებით იყავით - ნიშანი იმისა, რომ სითხე აკლია, მკვეთრი წითელი ტუჩებია.

    ნუ შეგეშინდებათ, თუ ბავშვი ჩვეულებრივზე ცოტას შეჭამს. ეს ბუნებრივია - სიცხეში მადა იკარგება, ამიტომ ძალით ნუ აჭმევთ, რადგან სიცხისგან მოდუნებულ ორგანიზმს მისი გადამუშავება გაუჭირდება. მიეცით, რაც შეიძლება, მეტი ხილი და ბოსტნეული, თუმცა მოერიდეთ კენკრას - ბავშვების უმეტესობას მასზე ალერგია აქვს და ძნელად ინელებს.

    შინ ყოფნისას, რაც შეიძლება, ნაკლებად ჩართეთ კონდინციონერი, რადგან ეს ბავშვის სასუნთქი გზებისთვის არც ისე კარგია. ეცადეთ ფანჯრები მუდამ ღია იყოს და სუფთა ჰაერი მოძრაობდეს.

    გადახურების სიმპტომები:
    ბავშვი აწითლებულია, შუბლზე და ტუჩების გარშემო ოფლის წვეთები უჩნდება;
    სხეულის ტემპერატურა მომატებულია;
    პატარა მოდუნებულია, ჭირვეულობს, უმიზეზოდ ტირის;
    აქვს პირღებინება და გულის რევის შეგრძნება.

    როგორ ვიქცევით:
    სასწრაფოთ გადაგვყავს ჩრდილში;
    ვხდით ტანზე;
    ვაძლევთ სითხეს;
    სახესა და ხელებს ცივი წყლით ვუმუშავებთ, რამდენიმე წუთის შემდეგ კი მთელ სხეულს სველი პირსახოცით ვუზელთ;
    თუ ბავშვს მაღალი ტემპერატურა აქვს, მაშინ ვზელთ სპირტიან წყალში დასველებული პირსახოცით;
    აუცილებლად ვასინჯებთ ექიმს, მზის დარტყმის შემთხვევაში ბავშვის საავადმყოფოში გადაყვანა ზოგჯერ აუცილებელი ხდება.



    Share        


    სხვა საინტერესო ამბები
    პროფესიები კომუნიკაციის მოყვარულთათვის
    გამოცდებამდე საკითხავი #3. კვება
    როგორ ვებრძოლოთ ბილწსიტყვაობას
    სოფელში
    სამგანზომილებიანი კინოსეანსი
    7 მიზეზი იმისა, თუ რატომ არის კარგი სკოლაში დაბრუნება
    დამთავრდა ზამთრის არდადეგები და დაიწყო სწავლა...
    მოვემზადოთ გამოცდებისთვის
    გამოცდა ჩვენი ცხოვრების თანმდევი მოვლენაა. ის...
    ვისწავლოთ მათემატიკა მარტივად
    მათემატიკა არის ზუსტი მეცნიერება, რომელიც ტექ...
    როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა
    კითხვა, როგორც პროცესი, განმარტოებასთან ასოცი...
    წარმატებული მასწავლებელი
    თუ თქვენ კითხავთ რომელიმე წარმატებულ მოსწავლე...
    თუ ბავშვი ამბობს, რომ..
    ოდესმე დაგისვამთ კითხვა "რატომ?"რატომ იქცევია...
    საშინაო დავალება
    ნებისმიერი ბავშვი უფრო წარმატებულია, თუ მისი ...
    განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები
    განა ყველა ბავშვი განსაკუთრებული არ არის?! - ...
    მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია ბავშვებს ნარკოტიკების შესახებ
    ნებისმიერი მშობელი ცდილობს დაიცვას შვილი სხვა...
    როგორ ვებრძოლოთ სტრესს
    ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის მომენტი, როცა...
    5 რჩევა მშობლებს: როგორ მოვიქცეთ თუ მოზარდი განიცდის თანატოლებისგან ზეწოლას
    იცით, თუ არა საჯარო სკოლების 25 % დაუფარავად ...
    როგორ შევაყვაროთ სკოლა
    ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მოსწავლეს სკოლა არ უყვ...
    როგორია დედისა და მამის შვილისადმი დამოკიდებულების საფუძველი
    მიუხედავად იმისა, რომ დედაც და მამაც შვილისთვ...
    როგორ ზრდიან ბავშვებს გერმანიაში
    Skolebi.com-ის საინტერესო ამბების განყოფილება...
    ლურჯი თხის წელიწადი
    ვისაც სახლში ბავშვები გყავთ, ახალი წლის დადგო...
    ტოლერანტობის პირველი გაკვეთილები
    ტოლერანტობის განცდა ბავშვებს იმ წამიდან უნდა ...
    ბავშვის შიშები
    შიში ბუნებრივი მოვლენაა, ზოგი მშობელი კი შვილ...
    ადაპტაცია ახალ სკოლაში
    მშობლების სამსახურის, უკეთესი პირობების ან სხ...
    როგორ მოვარჯულოთ ჰიპერაქტიური ბავშვი
    ხშირად გაიგონებთ, როგორ ამბობენ, რომ ბავშვი ც...
    ფერადი ბავშვები #2
    იისფერიფანტაზია, ინტუიცია, რბილი ხასიათი, ადვ...
    ფერადი ბავშვები #1
    ყველა ადამიანს აქვს საყვარელი ფერი. აქვთ ბავშ...
    ვაჟიშვილის აღზრდა მამის გარეშე
    სამწუხაროდ, ასეც ხდება - ზოგ დედას შვილების ა...
    გცალიათ თუ არა შვილისთვის
    თანამედროვე ცხოვრების წესიდან გამომდინარე ზოგ...
    თავიდან ავიცილოთ უბედური შემთხვევები
    ეს ყველა ოჯახში შეიძლება მოხდეს - სამწუხაროდ,...
    თუ მეცადინეობა პრობლემად იქცა
    სასწავლო წელი უკვე დაიწყო, რაც პირველ სასკოლო...
    აღზრდის ოთხი სტილი
    სპეციალისტები დიდი ხნის წინ შეთანხმდნენ, რომ ...
    გავიგოთ, რა ხდება სკოლაში
    როდესაც ბავშვი სკოლაში მიდის, მის ცხოვრებაში ...
    აღზრდის იაპონური ტრადიცია
    იაპონიაში ბავშის აღზრდის ტრადიციას იკუძი ჰქვი...
    თუ ბავშვს მშობლების ლოგინში სძინავს
    ბავშვს, მით უფრო, ჩვილს მშობლებთან, უფრო კი დ...
    ხართ თუ არა მზად სკოლისთვის?
    თქვენი პატარა უკვე 6 წლისაა და სექტემბრისთვის...
    shaliko