
უკან დაბრუნება
წარმატებული მასწავლებელი
11/24/2015
თუ თქვენ კითხავთ რომელიმე წარმატებულ მოსწავლეს წარმატების საიდუმლოს შესახებ, ის უდაოდ დაგისახელებთ რომელიმე მასწავლებელს, რომლის დამსახურებადაც თვლის ამ ყველაფერს. შესაბამისად მასწავლებლის როლი ჩვენს ცხოვრებაში იმაზე დიდია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.წარმატება - საკმაოდ ფარდობითი ცნებაა და ბევრნაირად შეიძლება გავიგოთ. თუმცა ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმის შესახებ თუ რა ფაქტორები ხდის მასწავლებელს/პედაგოგს წარმატებულად თავის საქმეში, ანუ სწავლებასა და ბავშვებთან ურთიერთობაში:
1. წარმატებულ მასწავლებლებს აქვთ მკაფიო მიზნები.
მასწავლებელმა უნდა შექმნას გეგმა იმისა, თუ როგორ ასწავლოს, რა კუთხით განავითაროს ბავშვები. მკაფიოდ უნდა ქონდეს ჩამოყალიბებული და გააზრებული რისი კეთება მოუწევს სასურველი მიზნისთვის.
2. წარმატებულმა მასწავლებლმა იცის როდის უნდა მოუსმინოს და როდის არა მოსწავლეებს.
მასწავლებელი, რომელიც არასდროს უსმენს მოსწავლეებს არ შეიძლება მასწავლებლად ჩაითვალოს. თუმცა გადამეტებული არაფერი ვარგა და აუცილებებლია განსაზღვრა დასაშვებისა და დაუშვებელის.
3. წარმატებულ მასწავლებელს აქვს კარგი განწყობა.
ბავშვებზე ძალიან მოქმედებს მასწავლებლის განწყობისა და ხასიათის ცვლილებები. ამიტომ აუცილებელია პედაგოგი მოერიდოს ყოველგარ უარყოფით ემოციას და შეინარჩუნოს კარგი, დადებითი განწყობა ბავშვების მიმართ, რაც არ უნდა მოხდეს.
4. წარმატებული მასწავლებელი მოელის წარმატებას მოსწავლეებისგან.
მოსწავლეებს ჭირდებათ იმის შეხსენება, რომ მათი ვინმეს სჯერა. ამ შემთხვევაში კი მასწავლებელი საუკეთესო ვარიანტია. ეს ბავშვებს მოტივაციასა და თვითრეალიზების სურვილს უძლიერებს, რასაც საბოლოო ჯამში წარმატებისკენ მივყავართ.
5. წარმატებულ მასწავლებელს აქვს იუმორის გრძნობა.
იუმორის გრძნობა უდიდესი პლუსია ნებისმიერი ადამიანისთვის, ის ადამიანს დადებითი კუთხით ავლენს. კითხეთ ნებისმიერ მოსწავლეს ვინაა მისთვის საყვარელი პედაგოგი და ის აუცილებლად დაგისახელებთ იმას, ვისგანაც იუმორსა და დადებით ემოციებს გრძნობს.
6. წარმატებულ მასწავლებელს სწავლების საკუთარი მეთოდი აქვს.
ნებისმიერი პედაგოგისთვის აუცილებელია საკუთარი სწავლების მეთოდების შემუშავება და მისი შემდგომი დახვეწა, იმისთვის თუ უნდა იყოს წარმატებული საკუთარი საქმიანობისას.
7. წარმატებულ მასწავლებელს აქვს ურთიერთობა მოსწავლეების მშობლებთან.
მშობლების როლის არ გათვალისწინება სწავლების პროცესში უდიდესი შეცდომაა. მასწავლებელმა აუცილებლად უნდა იცოდეს ბავშვების ოჯახური მდგომარეობა და აქტიურად ქონდეს ურთიერთობა მშობლებთანაც.
8 . წარმატებულ მასწავლებელს უყვარს თავისი საქმე.
ზოგადად, ნებისმიერ პროფესიაში მხოლოდ მაშინ იქნები წარმატებული, თუ შენი საქმის კეთება სიამოვნებას განიჭებს და გიყვარს.
9. წარმატებული მასწავლებელი არ ერიდება ცვლილებებს.
ცვლელება განვითარების საწინდარია, შესაბამისად მასწავლებელი აუცილებელია არათუ შეეგუოს არამედ თავად იყოს ინიციატორი დადებითი ცვლილებებისა.
10. და ბოლოს, წარმატებული მასწავლებლები არასდროს წყვეტენ სწავლას!
თარგმნა: თაკო მოდებაძემ