
უკან დაბრუნება
აღზრდის იაპონური ტრადიცია
08/26/2014
იაპონიაში ბავშის აღზრდის ტრადიციას იკუძი ჰქვია. ეს არ გახლავთ მხოლოდ ბავშვის მოვლის, აღზრდისა და განათლების სისტემა, ეს არის მთელი ფილოსოფია, რომელიც საუკუნეებს ითვლის და დღესაც წარმატებით მოქმედებს. დედისა და ბავშვის ერთობა
იაპონელი ბავშვის დაბადების პირველივე წამები ტრადიციებთანაა დაკავშირებული. ექიმი ჭიპლარის პატარა ნაწილს სპეციალურ ხის ყუთში დებს და ოჯახს ატანს. სწორედ ეს გახლავთ დედისა და ბავშვის ერთობის უდიდესი სიმბოლო, რომელიც ორივეს მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ახსოვდეს.
იაპონიაში ბავშვის აღზრდაში მთავარ როლს დედა და ოჯახის წევრი სხვა ქალები თამაშობენ. თუმცა თანამედროვე იაპონიაში ამ როლს უკვე მამაკაცებიც ითავსებენ, რადგან იაპონელი ქალები პროფესიულ საქმიანობაშიც რეალიზდებიან და, შესაბამისად, შვილებისთვის ნაკლები დრო რჩებათ.
თუ ბავშვის აღზრას დედა იკისრებს, მაშინ მთელი თავის დრო მას უნდა უნდა მიუძღვნას: არ უნდა იმუშაოს, ვიდრე ბავშვი 3 წლის არ გახდება, არ უნდა დაუტოვოს ბებიასა და ბაბუას, მარტო არ უნდა წავიდეს დასასვენებლად და ასე შემდეგ. ანუ საკუთარი მოვალეობა სხვას არ უნდა გადააბაროს. მიიჩნევა, რომ იაპონელი დედა შვილის ჩრდილია, რომელსაც ბავშვთან მუდმივად უნდა ჰქონდეს ფიზიკური და სულიერი კავშირი და არასდროს აწყენინოს მას.
ბავშვი ღმერთია
5 წლის ასაკამდე იაპონელი ბავშვი ღმერთის რანგშია აყვანილი. მას არაფერს უკრძალავენ, არ ზღუდავენ, არ უყვირიან, ფიზიკურ ძალადობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ბავშვისთვის არ არსებობს სიტყვები არა, არ შეიძლება, ცუდად იცევი, ,მაბრაზებ. ის სრულიად თავისუფალია ქმედებაშიც და არჩევანშიც, რადგან იაპონელები მიიჩნევებ, რომ ასე ადამიანი სილაღესა და სიცოცხლის სიყვარულს იმუშავებენ.
პარალელურად კი ევროპელი მშობლები მიიჩნევენ, რომ ეს ბავშვს ათამამებს, რაც მის მომავალზე უარყოფითად აისახება. ამას იაპონელები არ იზიარებენ, რადგან მათ საუკეთესო და უტყუარი მტკიცებულება გააჩნიათ - საკუთარი მაგალითი.
წამდენიმე წლის წინ ჩატარადა იაპონური და ამერიკული აღზრდის წესების გამოკვლევა. ჩატარდა ექსპერიმენტიც: შეარჩიეს ორი საბავშვო ბაღი და აღმზრდელებს სთხოვეს, ბავშვებისთვის კონსტრუქტორის აწყობა დაევალებინათ. ამერიკელმა აღმზრდელებმა ჯერ სიტყვიერად აუხსნეს რა უნდა გაკეთებინათ, შემდეგ კი კონსტრუქტორი ბავშვებთან ერთად ააწყვეს, იაპონიაში კი ჯერ აღმზრდელი აწყობდა, ბავშვები მას აკვირდებოდნენ, შემდეგ კი თავად ააწყვეს.
შედეგად გაირკვა, რომ იაპონელი მშობლები ბავშვებს საკუთარი ქმედებების მაგალითზე ზრდიან და არა სიტყვებითა და ჭკუის დარიგებით.
გაირკვა ისიც, რომ იაპონელი მშობლები გრძნობების აღქმას, სულიერ დამოკიდებულებას დიდ ყურადღებას აქცევენ. მაგალითად, თუ ევროოპელი ბავშვი სათამაშოს გატეხავს, მშობელი მას სიტყვიერ შენიშვნას მისცემს და დაარიგებს, რომ მეორედ ასე აღარ მოიქცეს, იაპონელი კი ეტყვის: შენ მას ატკინე. ანუ დასჯის ნაცვლად მხოლოდ მიანიშნებენ, რომ ცუდად მოიქცა და რომ.
ბავშვი მონაა
5 წლის ასაკიდან იაპონელი ბავშვი რეალობის პირობებში ხვდება. მშობლები მკაცრად ექცევიან, ზღუდავენ და აიძულებენ, მათ ბრძანებას დაემორჩილოს. იაპონური საზოგადოება ძალიან შეკრულია. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი ბრინჯის მოყვანა და აღება, ამრიგად საზოგადოებაში არსებული გარკვეული სისტემა ოჯახზეც ვრცელდება, რაც ნიშნავს, რომ ოჯახის ყველა წევრი ერთმანეთზე უნდა იყოს დამოკიდებული და დაკავშირებული, ყველა ერთიანი მექანიზმის ნაწილებს უნდა წარმოადგენდეს.
სწორედ ამიტომ 5 წლის ასაკიდან იაპონელ ბავშვებს ჯგუფის წევრობას ასწავლიან და უნერგავენ, რომ არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე სხვის მიერ განსჯა. ამიტომ მშობლები ყველაფერს აკეთებენ, რომ მათი შვილები საზოგადოების ღირსეული წევრები იყვნენ და ეგოისტური სურვილები არ გააჩნდეთ.
კოლექტიური ცხოვრებისადმი შეჩვევის პროცესი დაახლოებით 10 წლის ასაკამდე გრძელდება. ამ დროისთვის ბავშვს კარგად უყალიბდება კოლექტიური აზროვნება, სხვებზე ზრუნვის თვისებები, რაც სოციალურ პასუხისმგებლობასაც უვითარებს.
ბავშვი თანასწორია
15 წლის იაპონელი მოზარდი უკვე ჩამოყალიბებულ პიროვნებად მიიჩნევა. ამ ასაკს ბუნებრივად მოჰყვება ამბოხისა და თვითგამორკვევის ეტაპი, რომელიც, როგორც წესი, საფუძველში ჩადებულ ფუნდამენტურ აღზრდას ნაკლებად ვნებს. ამ ეტაპის გავლის შემდეგ იაპონელი ახალგზრდა მშობლების მსგავსად კანონმორჩილ, საზოგადოებისთვის ჯანსაღ და ტრადიციების დამცველ პიროვნებად ყალიბდება და საკუთარი შვილების აღზრდისთვის იწყებს მზადებას.