მოგვწერეთ, ან დაგვირეკეთ : +995 32 2 37 93 02


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
დასახელება
იურიდიული დასახელება
დირექტორის სახელი და გვარი
მისამართი
ტელეფონის ნომერი
E-Mail
  • სკოლები
  • კერძო მასწავლებლები
  • სასკოლო ოლიმპიადები
  • საზაფხულო სკოლა/ბანაკი
  • სწავლება საზღვარგარეთ
  • მოსამზადებელი ცენტრები
  • საბაკალავრო პროგრამები
  • სამაგისტრო პროგრამები
  • სტუდიები
  • სპორტული წრეები
  • გასართობი ცენტრები
  • პროფესიული პროგრამები
  • ავტოსკოლები
  • საბავშვო ბაღები
  • Banner 1000 x 100
    სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა - მესამე ტურის პირველი ეტაპის საბოლოო შედეგები
    გთავაზობთ სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    გეოგრაფიის ტესტის აპრობაცია - მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურება
    6 მაისს, თბილისის N 166-ე საჯარო სკოლაში (წერეთლის
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრირების პილოტირებისათვის შექმნილი გზამკვლევები განიხილეს
    განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში,
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა
    ხდომის თარიღი: 2017 წლის 10 მაისი, 14:00 საათი
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    სემინარზე მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ რეგისტრაცია გამოცხადდა
    სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შ
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    ტრენინგ - მოდულზე სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მართვა, შეფასება რეგისტრაცია ცხადდება
    მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენ
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    ყურადღება - 2017 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები - (მე-12 კლასი) განრიგი
    გთავაზობთ 2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვე
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    ერთი დღე პროფესიაში - მოსწავლე მასწავლებელი
    მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და მოსწავლე
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    მიღწევები წარმატებული პროექტის ფარგლებში
    საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პრ
    05/04/2017
    კითხვის გაგრძელება
    გეოგრაფიის ტესტის აპრობაცია აბიტურიენტებისათვის
    გეოგრაფიის ტესტის აპრობაცია ჩატარდება 5, 6 და 7 მა
    04/21/2017
    კითხვის გაგრძელება
    ინფორმაცია 2017 წლის გაზაფხულზე ორგანიზებული პროფესიული ტესტირების შესახებ
    პროფესიული ტესტირება 23 აპრილს მთელი საქართველოს მ
    04/20/2017
    კითხვის გაგრძელება
    პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომის გადადების შესახებ
    გაცნობებთ, რომ 2017 წლის 21 აპრილს ჩანიშნული პროფე
    04/20/2017
    კითხვის გაგრძელება
    უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!
    გაცნობებთ, რომ დამტკიცდა უმაღლესი განათლების დარგო
    04/20/2017
    კითხვის გაგრძელება
    უკან დაბრუნება

    თუ მეცადინეობა პრობლემად იქცა

    09/24/2014
    თუ მეცადინეობა პრობლემად იქცა
    სასწავლო წელი უკვე დაიწყო, რაც პირველ სასკოლო პრობლემებსაც ნიშნავს. მშობლის მთავარი საზრუნავი სკოლაში შვილის უსაფრთხოება და კარგი მოსწრებაა. ზოგი მოსწავლე უპრობლემოა და მშობლებსაც ნაკლებად ანერვიულებენ, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც უბრალოდ უარს აცხადებს სწავლაზე, რაც მათ ნიშნებზეც აისახება. ვნახოთ, რა არის ამის მიზეზი და პრობლემის გადაჭრის გზებსაც გავეცნოთ.

    მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ გამოუსწორებელი სიტუაცია არ არსებობს, ამიტომ არასდროს დაყაროთ ფარ-ხმალი და უიმედობის გამო შვილის მომავალს ნუ გააფუჭებთ.

    პირველ რიგში, უნდა დაადგინოთ, რა არის ცუდად სწავლის მიზეზი. როდესაც მიზეზს გაიგებთ, შემდეგ მისი გაანალიზებისა და გამოსავლის ძიების ეტაპი დადგება. ბოლოს კი შედეგით ტკბობის საშუალებაც გექნებათ.

    ჯანმრთელობა. დააკვირდით, როგორ იქცევა მეცადინეობისას. თუ მაგიდასთან ძალიან ახლოს ზის და წიგნი თვალებთან მიაქვს, ეს ნიშნავს, რომ მხედველობის პრობლემა აქვს, რაც მეცადინეობის პროცესს ანელებს და შედეგებიც შესაბამისია. ასევე სისტემატურად ამოწმეთ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა. დაკვირვებული მშობელი ფიზიკურ სისუსტეს ადვილად შეამჩნევს: სახის ფერი, აქტივობის შენელება, ცუდი მადა და ასე შემდეგ მეტყველებს, რომ ბავშვი თავს ცუდად გრძნობს, ამიტომ სწავლის თავი არ აქვს.

    ოჯახური მდგომარეობა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ოჯახში არსებული კონფლიქტური ვითარება, პირველ რიგში, ბავშვებზე აისახება. თუ მშობლები ჩხუბობენ, ბავშვი ამას რთულად იტანს, ნერვიულობს, განიცდის და სწავლაზე საერთოდ არ ფიქრობს. თუ ცოლ-ქმარს ცუდი ურთიოერთობა გაქვთ, ეცადეთ, ეს ბავშისთვის ნაკლებად შესამჩნევი იყოს.

    დამოკიდებულება თანაკლასელებთან. სთხოვეთ, ხშირად მოგიყვეთ თანაკლასელებთან ურთიერთობის შესახებ. შესაძლოა, სწავლის მიმართ გულის აცრუება იმის ბრალიცაა, რომ მათთან ვერ რიგდება, ვერ მეგობრობს ან უარესი - ჩაგრავენ, რასაც, ბუნებრივია, ძალიან განიცდის. ამის გაგება ან ბავშისგან შეგიძლიათ ან მასწავლებლისგან.

    გადატვირთული გრაფიკი. ზოგჯერ მშობლებს იმდენად სურთ შვილს საუკეთესო განათლება მისცენ, რომ ზედმეტი მოსდით: სკოლის გაკევეთილები, სპორტული ან სახელოვნებო წრეები, უცხო ენები და ასე შემდეგ - ეს ყველაფერი საჭიროა, მაგრამ არა ერთდროულად. დამატებითი საგნები ზომიერად უნდა შეარჩიოთ, რადგან შეიძლება ბავშვი ძალიან გადაიღალოს და ცუდი შედეგიც მიიღოს. არ დაგავიწყდეთ, რომ მათ დასვენება და გართობაც სჭირდებათ.

    სიზარმაცე. ეს საკმაოდ გავრცელებული მიზეზია. ბავშვს უბრალოდ ეზარება და არ მეცადინეობს, არადა შინ ამისთვის ყველანაირი პირობები აქვს შექმნილი. სწორედ აქ მართებს აქტიურობა მშობელს, რომელმაც საუბრებითა და საკუთარი მაგალითით უნდა აჩვენოს, რომ სიზარმაცე წარუმატებლობის გარდა არაფერს მოუტანს. ასევე დააკვირდით საკუთარ თავსაც - იქნებ შვილი უბრალოდ თქვენ გბაძავთ...

    ***

    როგორც წესი, მშობლები რადიკალურ მეთოდებსაც იყენებენ ხოლმე - ეს აკრძალვების მეთოდია. უკრძალავენ ტელევიზორის ყურებას, კომპიუტერის გამოყენებას, ართმევენ მობილურს, არ უშვებენ მეგობრებთან და ასე შემდეგ. შეიძლება ეს ვინმეს არ მოეწონოს, მაგრამ ფაქტია - ყურადღების გამფანტავი ნივთების შეზღუდვა ხშირად კარგი შედეგის მომტანია.
    მაგრამ უფრო ეფექტური საუბრებია: ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ სწავლისა და განათლების გარეშე კარგი მომავალი გარანტირებული არ ექნება. უნდა აცნობიერებდეს, რომ პროფესიის გარეშე სამსახურის შოვნა ძალიან გაუჭირდება. მოუყვანეთ პირადი მაგალითები, ასევე მოუთხრეთ მათ კუმირებზე, მაგალითად საყვარელ ფეხბურთელზე, რომელმაც წარმატებას დიდი შრომის შედეგად მიაღწია. ცხადია, ასეთ საუბრებს მომენტალური ეფექტი არ ექნება, მაგრამ დროთა განმავლობაში აუცილებლად მოიტანს შედეგს.
    უთხარით, რომ ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული: კარგად სწავლა კარგ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას ნიშნავს, პრესტიჟული უნივერსიტეტის დიპლომი საუკეთესო სამსახურის გარანტია, რაც კარგ ხელფასს, საკუთარ სახლს, ავტომანქანას და სხვა სიკეთეებს ნიშნავს.

    აკრძალული მეთოდები: ზოგი მშობელი ნიშნებზეა ჩაციკლული და ავიწყდება, რომ ათიანზე კარგი საგნის კარგად ცოდნაა. მხოლოდ ნიშნებზე ორიენტირება ბავშვს არა მხოლოდ სწავლის მიმართ ინტერესს დაუკარგავს, არამედ ფსიქოლოგიურ ტრავმასაც მიაყენებს - იფიქრებს, რომ მის ცხოვრებაში მხოლოდ ჟურნალში ჩაწერილი შედეგი გაინტერესებთ.
    არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ მისი დავალება. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ დაეხმაროთ, საკითხის გადაჭრის გზები ასწავლოთ. დათვური სამსახური ერთგვარ კომპლექსებსაც გაუჩენს. უბრალოდ იფიქრებს, რომ თავად არაფერში ვარგა და რომ მშობლის გარეშე ვერაფერს მიაღწევს.
    ცხადია, დაუშვებელია სიტყვიერი შეურაცხყოფა: დებილის, უტვინოს, დაუნისა და სხვა მსგავსი სიტყვების თქმა. ბავშვმა საკუთარი თავის რწმენა და ბრძოლის ჟინი არ უნდა დაკარგოს.

    და ბოლოს: თუ მდგომარეობას ვერ აკონტროლებთ, მიმართეთ სპეციალისტს, მაგალითად რეპეტიტორს, რომელსაც საგნის სწავლებისა და მეცადინეობის პროფესიონალური მეთოდი გააჩნია და სწორი მიდგომის შემთხვევაში კარგ შედეგსაც მოგცემთ; შეგიძლიათ წრეზეც მიიყვანოთ. როგორც წესი, წრეებზე სწავლების გაცილებით საინტერესო პროცესი აქვთ, რაც საგანსაც შეაყვარებს და მეცადინეობის სურვილსაც გაუღვიძებს.






    Share        


    სხვა სიახლეები
    მოვემზადოთ გამოცდებისთვის
    გცალიათ თუ არა შვილისთვის
    პირველი წიგნები
    როგორ დავუბრუნდეთ რეჟიმს არდადეგების შემდეგ
    მორთეთ ნაძვის ხე ბავშვებთან ერთად
    7 მიზეზი იმისა, თუ რატომ არის კარგი სკოლაში დაბრუნება
    დამთავრდა ზამთრის არდადეგები და დაიწყო სწავლა...
    მოვემზადოთ გამოცდებისთვის
    გამოცდა ჩვენი ცხოვრების თანმდევი მოვლენაა. ის...
    ვისწავლოთ მათემატიკა მარტივად
    მათემატიკა არის ზუსტი მეცნიერება, რომელიც ტექ...
    როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა
    კითხვა, როგორც პროცესი, განმარტოებასთან ასოცი...
    წარმატებული მასწავლებელი
    თუ თქვენ კითხავთ რომელიმე წარმატებულ მოსწავლე...
    თუ ბავშვი ამბობს, რომ..
    ოდესმე დაგისვამთ კითხვა "რატომ?"რატომ იქცევია...
    საშინაო დავალება
    ნებისმიერი ბავშვი უფრო წარმატებულია, თუ მისი ...
    განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები
    განა ყველა ბავშვი განსაკუთრებული არ არის?! - ...
    მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია ბავშვებს ნარკოტიკების შესახებ
    ნებისმიერი მშობელი ცდილობს დაიცვას შვილი სხვა...
    როგორ ვებრძოლოთ სტრესს
    ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის მომენტი, როცა...
    5 რჩევა მშობლებს: როგორ მოვიქცეთ თუ მოზარდი განიცდის თანატოლებისგან ზეწოლას
    იცით, თუ არა საჯარო სკოლების 25 % დაუფარავად ...
    როგორ შევაყვაროთ სკოლა
    ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მოსწავლეს სკოლა არ უყვ...
    როგორია დედისა და მამის შვილისადმი დამოკიდებულების საფუძველი
    მიუხედავად იმისა, რომ დედაც და მამაც შვილისთვ...
    როგორ ზრდიან ბავშვებს გერმანიაში
    Skolebi.com-ის საინტერესო ამბების განყოფილება...
    ლურჯი თხის წელიწადი
    ვისაც სახლში ბავშვები გყავთ, ახალი წლის დადგო...
    ტოლერანტობის პირველი გაკვეთილები
    ტოლერანტობის განცდა ბავშვებს იმ წამიდან უნდა ...
    ბავშვის შიშები
    შიში ბუნებრივი მოვლენაა, ზოგი მშობელი კი შვილ...
    ადაპტაცია ახალ სკოლაში
    მშობლების სამსახურის, უკეთესი პირობების ან სხ...
    როგორ მოვარჯულოთ ჰიპერაქტიური ბავშვი
    ხშირად გაიგონებთ, როგორ ამბობენ, რომ ბავშვი ც...
    ფერადი ბავშვები #2
    იისფერიფანტაზია, ინტუიცია, რბილი ხასიათი, ადვ...
    ფერადი ბავშვები #1
    ყველა ადამიანს აქვს საყვარელი ფერი. აქვთ ბავშ...
    ვაჟიშვილის აღზრდა მამის გარეშე
    სამწუხაროდ, ასეც ხდება - ზოგ დედას შვილების ა...
    გცალიათ თუ არა შვილისთვის
    თანამედროვე ცხოვრების წესიდან გამომდინარე ზოგ...
    თავიდან ავიცილოთ უბედური შემთხვევები
    ეს ყველა ოჯახში შეიძლება მოხდეს - სამწუხაროდ,...
    თუ მეცადინეობა პრობლემად იქცა
    სასწავლო წელი უკვე დაიწყო, რაც პირველ სასკოლო...
    აღზრდის ოთხი სტილი
    სპეციალისტები დიდი ხნის წინ შეთანხმდნენ, რომ ...
    გავიგოთ, რა ხდება სკოლაში
    როდესაც ბავშვი სკოლაში მიდის, მის ცხოვრებაში ...
    აღზრდის იაპონური ტრადიცია
    იაპონიაში ბავშის აღზრდის ტრადიციას იკუძი ჰქვი...
    თუ ბავშვს მშობლების ლოგინში სძინავს
    ბავშვს, მით უფრო, ჩვილს მშობლებთან, უფრო კი დ...
    ხართ თუ არა მზად სკოლისთვის?
    თქვენი პატარა უკვე 6 წლისაა და სექტემბრისთვის...
    shaliko