
უკან დაბრუნება
ფერადი ბავშვები #1
10/22/2014
ყველა ადამიანს აქვს საყვარელი ფერი. აქვთ ბავშვებსაც. ალბათ შეგინიშნავთ, რომ თამაშისას კონკრეტული ფერის სათამაშოს ირჩევენ, ან სამოსის ფერების მიმართ იჩენენ პრეტენზიულობას. ტყუილად არაფერი ხდება - ირჩევს, ესე იგი მოსწონს. ვნახოთ, რას ნიშნავს კონკრეტული ფერის სიყვარული ბავშვებში.წითელი
წითლის მოყვარულ ბავშვებს ძლიერი ნებისყოფა აქვთ, არიან ექსცენტრიკულები, ოდნავ ფეთქებადი და ადვილად ღიზიანდებიან. ისინი ურთიერთობისთვის ყოველთვის გახსნილები არიან, არ იზარებენ აქტიურობას, რათიც გარშემო მყოფებს ზოგჯერ ღლიან კიდეც. წითელი ბავშვების მშობლებს საკმაოდ რთული ცხოვრება აქვთ, რადგან პრაქტიკულად დაუმორჩილებელი და მუდმივად აღგზნებული შვილები ჰყავთ, სახლში სულ არეულობაა, სათამაშოები დამტვრეული. წითლის მოყვარული ბავშვები შრომისმოყვარეებიც არიან, მით უმეტეს, დიდობაში, როდესაც წარმატების მიღწევის სურვილი უორმაგდებათ. უყვართ, როდესაც აქებენ და უფრო რთულ დავალებას აძლევენ.
დააკვრიდით ბავშვის ნახატებს - თუ წითელი ფერი ნაკლებად გხვდებათ, ესე იგი ეს ფერი აღიზიანებს და არ მოსწონს, რაც ნიშნავს, რომ პატარას არასრულფასოვნების კომპლექსი გააჩნია და განმარტოებას ამჯობინებს. ფსიქოლოგების დასკვნით, წითლის მოძულე ბავშვების უმეტესობა კონფლიქტურ ოჯახში იზრდება.
ვარდისფერი
ამ ფერის მოყვარულები დახვეწილები, კეთილშობილები, ნაზები, სუსტები და მორცხვები არიან, ახასიათებთ სენტიმენტალობა და ოპტიმიზმი. ვარდისფერი ბავშვი სხვებზეა დამოკიდებული, მუდამ ითხოვს ყურადღებას, დახმარებას, მხარდაჭერას. როგორც წესი, ვარდისფერს გოგონები ირჩევენ, მაგრამ ტრაგედიად ნუ მიიჩნევთ, თუ ეს ფერი ბიჭსაც მოეწონება. თუ ბავშვი ვარდისფერს ირჩევს, გაითვალისწინეთ, რომ მას აუცილებლად სჭირდება თანადგომა, მეგობრობა, სიყვარული.
ყვითელი
ყვითელი დადებითი ემოციის მქონე, ყურადღებიან, ოპტიმისტ, ინტერესიან, თუმცა ოდნავ ეჭვიან და შურიან ბავშვებს უყვართ. ყვითელი სულიერების ფერადაც მიიჩნევა, თუმცა, ამავდროულად, საკმაოდ სახიფათო ფერიცაა. ყვითლის მოყვარულები თავისუფლები, გამორჩეულები, განსხვავებულად მოაზროვნეები, მაგრამ სახიფათონი არიან მათთვის, ვინც მათგან სრულ მორჩილებას მოითხოვს.
უმეტესად ყვითლის მოყვარული ბავშვები ხელოვანებად იზრდებიან, უყვართ ოცნება, ფანტაზიებში ფრენა, ხშირად იგონებენ დაუჯერებელ ისტორიებს, ხუმრობენ. უყვართ მარტო თამაში, აბსტრაქტული სათამაშოები, შეუძლიათ უბრალო ცხვისახოცისგან სრულყოფილი პერსონაჟი შექმნან. დიდობაში მრავალფეროვანი და საინტერესო სამსახური ექნებათ, მაგრამ შეიძლება ჩამოუყალიბდეთ არაპრაქტიკული და თავდაუჯერებელი ხასიათი, შეეცდებიან თავი აარიდონ პასუხისმგებლობას.
თუ ბავშვს ყვითელი არ მოსწონს, ესე იგი ის ძალიან ჩაკეტილი და მხოლოდ საკუთარ შინაგან სამყაროზე კონცენტრირებული პიროვნებაა.
ნარინჯისფერი
ამ ფერის მოყვარულ პატარებს ძალიან კარგი ინტუიცია აქვთ, ხშირად ოცნებობენ, მდიდარი ფანტაზია გააჩნიათ, მუდამ ენერგიულები გა მხიარულები არიან. ასეთი ბავშვები ადვილად ღიზიანდებიან, ზუსტად ისე, როგროც წითლები და ყვითლები. ხდება ისე, რომ ნარინჯისფერი ბავშვი სრულიად უმიზეზოდ დარბის, ყვირის, ბოლო ხმაზე მღერი და ა.შ. ამრიგად ამ ფერის მოყვარულებს აუცილებლად სჭირდებათ რაიმე საინტერესოთი დაკავება. ატარეთ სპორტზე, ცეკვაზე - ენერგია აუცილებლად უნდა დახარჯოს.
მწვანე
მწვანის მოყვარულები გაწონასწორებულები, დამოუკიდებლები, ჯიუტები და მიზანსწრაფულები არიან. ახასიათებთ მაღალი ინტელექტი და ცოდნის მიღების დაუოკებელი სურვილი. ხდება ისე, რომ მწვანე ბავშვი თავს მიტოვებულად მიიჩნევს, ამიტომ მშობლის სიყვარულს ნუ მოაკლებთ. ბუნებით კონსერვატორები არიან, ამიტომ ზოგჯერ სიახლეებთან და მკვეთრ ცვლილებებთან შეგუება უჭირთ, ამიტომ თუ მსგავსი რამ ოჯახში იგეგმება, მწვანე ბავშვი წინასწარ უნდა შეამზადოთ, რათა თავი მიტოვებულად და ზედმეტად არ იგრძნოს.
ლურჯი
კონცენტრაცია, მობილიზება, სრულყოფილების სურვილი, თვითანალიზი, სიმშვიდე, ერთგულება - ეს ის თვისებებია, რომლებიც ლურჯი ფერის მოყვარულ ბავშვებში ყველაზე ხშირად ვლინდება. ამბობენ, რომ ლურჯები წითლების სრული ანტიპოდები არიან. ისინი დამოუკიდებლები არიან, საკუთარ თავზე ზრუნვა არ უჭირთ, შუძლიათ სავარძელში წიგნით ხელში განმარტოვდნენ და არავინ შეაწუხონ. უყვართ, როდესაც გასცემენ, სხვას ასიამოვნებენ, მათ არ ახასიათებთ ეგოიზმი, ცინიზმი, ცივი დამოკიდებულება. ხშირად ბავშვები თავად ირჩევებ ლურჯს, რადგან შინაგანად ხვდებიან, რომ ეს ფერი სიმშვიდესა და სტაბილურობას მოუტანთ.
ცისფერი
ცისფერის მოყვარული ბავშვები უდარდებელი, არხეინები, უპასუხისმგებლოები და ვალდებულებისგან თავისუფლები არიან. მოსწონთ, როდესაც ცხოვრების ჩვეული რიტმი ირღვევა და მათ ცხოვრებაში სიახლე შემოდის. როგორც წესი, ცისფერს ბიჭები ამჯობინებენ. ამ ფერი მოყვარული ბიჭების უმეტესობა მფრინავი ან მეზღვაური გამოდის - ანუ ყველაზე რომანტიკულ და თავგადასავლებით სავსე პროფესიას ირჩევენ.
[i](გაგრძელება იქნება)[/i]